როგორ გადავეჩვიოთ მოწევას 3 დღეში

როგორ გადავეჩვიოთ მოწევას 3 დღეში

24608 ნახვა
თუ თქვენ ძალიან გაწუხებთ მოწევისთვის თავის დანებების სურვილი და ჩვეულებრივი მეთოდები არ გშველით, მაშინ ეს სტატია არის თქვენთვის.

 

როგორც ცნობილია, ამ ჩვევასთან გამკლავება ძალიან რთულია. სიგარეტისთვის თავის დანებებას დიდი ძალისხმევა და ნებისყოფა სჭირდება, რადგან იმ მომენტში თუ გამოჩნდა ვინმე მწეველი, ადამიანს თავის შეკავება ძალიან უჭირს და ისევ იწყებს მოწევას. ის ფაქტი, რომ ადამიანი ვერ ანებებს თავს სიგარეტის მოწევას, უფრო არის მისი ფსიქოლოგიის და არა მავნე ჩვევის ბრალი.

 

ადამიანი არწმუნებს საკუთარ თავს, რომ მოწევა სჭირდება, რომ ქვეყანა არ დაიქცევა იმით თუ ერთ ღერ სიგარეტს მოწევს, თუმცა იმაზე აღარ ფიქრობს, რომ მის ჯანმრთელობას ამით არაფერი შეემატება.

 

სიგარეტისთვის თავის დანებების ეფექტური მეთოდი

 

მაშ ასე, ორგანიზმში მწეველებს დარჩენილი აქვთ გარკვეული გემოს რეცეპტორები, რომლებსაც სიგარეტის კვამლი არ შეხებია. იმისათვის, რომ ეს რეცეპტორები ამუშავდეს აქტიურად, საჭიროა შემდეგი რამის გაკეთება:

 

პირში ჩაიგუბეთ სიგარეტის კვამლი და თავი რაც შეიძლება მაღლა აწიეთ, შემდეგ უბრალოდ დაიწყეთ კვამლის ღეჭვა. უკვე მეხუთე დაღჭვაზე იგრძნობთ უსიამოვნო გემოს, ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ მსუბუქი გულისრევის შეგრძნება არ გაგიჩნდებათ (დაახლოებით 10-15-ჯერ). ყოველ ჯერზე, როცა მოწევა მოგინდებათ გამოიყენეთ ეს მეთოდი და თუ ნებისყოფასაც გამოიჩენთ, ზუსტად სამი დღის შემდეგ გაგიჩნდებათ შეგრძნება, თითქოს სიგარეტი ცხოვრებაში პირველად მოწიეთ. ხველებას დაიწყებთ როცა სიგარეტის მოწევა მოგინდებათ. ამ გზით ნამდვილად შეძლებთ სიგარეტის მოწევისთვის რეალურად თავის დანებებას. 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.