მოწევა კუჭის კიბოს აჩენს?

მოწევა კუჭის კიბოს აჩენს?

9078 ნახვა

 

რა არის კუჭის კიბო?

კუჭის კიბოს ახასიათებს სიმსივნური უჯრედების ზრდა კუჭის ლორწოვან გარსში. მიუხედავად იმისა, რომ კიბოს სხვა ტიპებისგან განსხვავებით ის შედარებით იშვიათია, დიაგნოზირება საკმაოდ ძნელია, სანამ მეტასტაზები სხვა ორგანოებზე არ გავრცელდება,  რადგან ადამიანთა უმეტესობას ადრეულ ეტაპებზე სიმპტომები არ აღენიშნება.

 

რა იწვევს კუჭის კიბოს?

კუჭი(საყლაპავთან ერთად) საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელია, რომელსაც ევალება საჭმლის მონელება და შემდეგ საკვების გადატანა ამ სისტემის დანარჩენ ორგანოებში, კერძოდ წვრილ და მსხვილ ნაწლავებში. კუჭის კიბო მრავალი წლის განმავლობაში ვითარდება, მაშინ, როდესაც საჭმლის მომნელებელი ზედა სისტემის ჯანმრთელი უჯრედები სიმსივნური ხდება და უკონტროლოდ იზრდება.

 

რისკფაქტორები:

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთაც შეუძლია გაზარდოს კუჭის კიბოს განვითარების რისკს, მათ შორისაა გარკვეული დაავადებები თუ სინდრომები:

  • ლიმფომა (სისხლის კიბოს ჯგუფი)
  • ბაქტერიული ინფექციები (კუჭის საერთო ინფექცია, რომელსაც ზოგჯერ შეუძლია წყლულების გამოწვევა)
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ნაწილების სიმსივნეები
  • კუჭის პოლიპები (ქსოვილის პათოლოგიური გამონაზარდები, რომლებიც წარმოიქმნება კუჭის გარსზე)

კუჭის კიბო უფრო ხშირია:

  • სრულწლოვნებში, შუახნის ასაკის და მოხუცებულ ადამიანებში
  • კაცებში
  • მწეველებში
  • დაავადების ოჯახური ისტორიის მქონე პაციენტებში
  • ადამიანებში, რომლებიც აზიური (განსაკუთრებით კორეული ან იაპონური), სამხრეთ ამერიკული ან ბელარუსული წარმოშობის არიან.

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ისტორიას შეუძლია გავლენა იქონიოს კუჭის კიბოს განვითარებაზე, ცხოვრების წესის გარკვეული ფაქტორები უფრო უწყობს ხელს აღნიშნული დაავადების პროვოცირებას:

  • ბევრი მარიალიანი და დამუშავებული საკვების ჭამა
  • ხორცისმოყვარეობა
  • ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება
  • ვარჯიშზე უარის თქმა
  • არასათანადოდ შენახული ან მომზადეული საკვების მირთმევა

კუჭის კიბოს სიმპტომები

სამეცნიერო საზოგადოებაში არ არსებობს კუჭის კიბოს ადრეული ნიშნები და სიმპტომები. სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადების საწყის ეტაპებზე პაციენტმა არაფერი იცის, სანამ მდგომარეობა კრიტიკული არ გახდება. კუჭის კიბოს ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • გულისრევა და ღებინება
  • ხშირი გულძმარვა
  • მადის დაკარგვა, რასაც ახლავს წონის მოულოდნელი კლება
  • მუდმივი შეშუპება
  • სისავსის შეგრძნება რამდენიმე ლუკმის მიღების შემდეგ
  • სისხლიანი განავალი
  • სიყვითლე
  • ძლიერი დაღლილობა
  • კუჭის ტკივილი, რომელიც უარესდება ჭამის შემდეგ

 

როგორ ხდება კუჭის კიბოს დიაგნოზირება?

დიაგნოზის დასასმელად ექიმი თავდაპირველად ატარებს ფიზიკურ გამოკვლევებს, რათა შეამოწმოს არსებობს თუ არა რაიმე დარღვევა. საჭიროებისამებრ შეუძლია, მოითხოვოს სისხლის ანალიზი, მათ შორის ტესტი, ორგანიზმში გარკვეული სახეობის ბაქტერიების არსებობის დასადგენად. თუ სპეციალისტი მიიჩნევს, რომ კუჭის კიბოს ნიშნები გაქვთ, გაცილებით მეტი ანალიზის გაკეთება მოგიწევთ, რათა გამოიკვლიოთ საეჭვო დარღვევები კუჭსა და საყლაპავში. ეს ტესტები შესაძლოა მოიცავდეს:

  • კუჭ-ნაწლავის ზედა მხარის ენდოსკოპია
  • ბიოფსია
  • კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენი

 

კუჭის კიბოს მკურნალობა

ტრადიციულად ამ სიმსივნური დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპის გათვალისწინებით:

  • ქიმიოთერაპია
  • რადიაციული თერაპია
  • ოპერაცია
  • იმუნოთერაპია (აცრები და მედიკამენტები)

ზუსტი მკურნალობის გეგმა დამოკიდებულია კიბოს წარმოშობასა და იმჟამინდელი მდგომარეობის სირთულეზე. მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკი და ზოგადად ორგანიზმის სიძლიერე. კუჭის კიბოს უჯრედების მკურნალობის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ მეტასტაზები არ გავრცელდეს სხვა ორგანოზე, როგორიცაა:

  • ფილტვები
  • ლიმფური კვანძები
  • ძვლოვანი სისტემა
  • ღვიძლი

 

კუჭის კიბოს პრევენცია

გარკვეული რეკომენდაციების დაცვით არამხოლოდ კუჭის კიბოს განვითარების რისკს ამცირებთ, არამედ სხვა ტიპის სიმსივნური დაავადებებისაც:

  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა
  • მიიღეთ დაბალანსებული, უცხიმო საკვები
  • შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა
  • დაიწყეთ რეგულარული ვარჯიში

ზოგიერთ შემთხვევებში ექიმები მედიკამენტებსაც ნიშნავენ, ეს უმეტესად მაშინ, როცა პაციენტს აქვს ისეთი დაავადებები, რომლებიც ხელს უწყოს სიმსივნური დაავადების განვითარებას. სასარგებლოა ადრეული სკრინინგის ჩატარებაც კუჭ-ნაწლავის მიდამოებში. ექიმმა შესაძლოა გამოიყენოს სხვაგვარი შემოწმების საშუალებები:

  • ფიზიკური გასინჯვა
  • ლაბორატორიული ტესტები, როგორიცაა სისხლის და შარდის ანალიზი
  • ვიზუალიზაციის პროცედურები - რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფია
  • გენეტიკური გამოკვლევები
დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.