მეცნიერების ახალი აღმოჩენა - ჯანსაღი ტატუ!

მეცნიერების ახალი აღმოჩენა - ჯანსაღი ტატუ!

2226 ნახვა
მიუნხენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ტატუს ახალი ტექნიკა შეიმუშავა, რომელიც სისხლის ქიმიური შემადგენლობის მიხედვით იცვლის ფერს და რეალურ დროში საშუალებას გვაძლევს გავიგოთ გლუკოზის, ალბუმინისა და მჟავიანობის დონე.

აღნიშნული კვლევის შედეგები გერმანულ ჟურნალში - Angewandte Chemie-ში გამოავეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ეს არის რევოლუციური ნაბიჯი ენდოკრინოლოგიაში და მისი მეშვეობით დიაბეტისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ცხოვრება ბევრად უფრო გამარტივდება.

ექსპერიმენტი ჯერჯერობით მხოლოდ ღორებზე ჩატარდა, თუმცა ტატუსა და სტანდარტული ანალიზების მონაცემები ერთმანეთს დაემთხვა.

რატომ გლუკოზის, ალბუმინისა და მჟავიანობის დონე?
რადგან სწორედ ისინი გვაწვდიან ინფორმაციას თუ კი ჩვენს ორგანიზმში რაიმე რიგზე ვერაა.

ალბუმინი - მისი დაბალი კონცენტრაცია მიუთითებს ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებზე, ხოლო მაღალი კონცენტრაცია - გულის პრობლემებზე.

გლუკოზა - სისხლში მისი დონე მუდმივად უნდა შემოწმდეს დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

მჟავიანობის დონე - მისი ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი მაჩვენებელი შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი დაავადებებით და მოითხოვს სასწრაფო დამატებით სამედიცინო კვლევებს, რათა დადგინდეს ანომალიის მიზეზი.

რა თქმა უნდაც, სამივე მონაცემის გაგება შესაძლებელია ანალიზების მეშვეობით, თუმცა მხოლოდ სპეციალურ დაწესებულებებში.

მოდი ვაღიაროთ, ლაბორატორიებში სიარულის დრო, ნერვები და ა.შ. ბევრს არ აქვს. თან არ დაგვავიწყდეს რომ დიაბეტის მქონე პირებს გლუკოზის ანალიზის გაკეთება ძალიან ხშირად უწევთ. ამისათვის კი მათ ნემსის გაკეთება და სისხლის აღება უწევთ.

მეცნიერების აზრით, სწორედ ეს არის ამ მეთოდის უპირატესობა - ნებისმიერ პირობებში უსისხლო ანალიზი და საკუთარი ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი.

აი, ახლა ამ ფოტოზე ხედავ თუ როგორ იცვლის ტატუ ფერს თითოეული შედეგის მიხედვით.

უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ექსპერიმენტს აქვს ერთი დიდი ნაკლი. მას შემდეგ რაც ტატუ სისხლის ქიმიური ნივთიერებების მიხედვით იცვლის ფერს, იმავე ფერზე რჩება და არ უბრუნდება საწყისს. მარტივად რომ ვთქვათ გამოდის, რომ ის ერთჯერადია.

თუმცა როგორც მეცნიერები აღნიშნავენ მათ რამდენიმე საღებავი შეიმუშავეს, რომელთაგან ზოგს არ აქვს ეს პრობლემა, რამდენიმე კი დამუშავების პროცესშია. ამ ხარვეზების მოგვარებას კი დრო სჭირდება...

ეს დრო რამდენია საჭირო არავინ იცის. 2 წლის წინაც ჩატარდა მსგავსი ექსპერიმენტი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში. ექსპერიმენტმა ღორებზე იქაც გაამართლა, თუმცა ადამიანის სხეულამდე საქმე არ მისულა. 

და შენ გაიკეთებდი მსგავს ტატუს?

 

მონახეთ ექიმები : 5000+ ექიმი

მონახეთ კლინიკები : 1000+ კლინიკა

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.