1. მამაკაცი, რომელსაც გამოსწორება სჭირდება
თქვენ ხედავთ, რომ მამაკაცს აქვს პოტენციალი და იცით, რომ რაც მას სჭირდება ეს არის ცოტაოდენი სიყვარული და ზრუნვა თქვენგან იმისათვის, რომ ამ პოტენციალის რეალიზება მოახდინოს. შეიძლება ის ვერ უმკლავდება საკუთარ საქმეს. შეიძლება ბევრს ეწევა ან სვამს, შეიძლება ამბიცია არ ჰყოფნის იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს რა უნდა ცხოვრებაში, შესაძლოა ის ზარმაცია. მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად რა მიზეზია, თქვენ გინდათ მის გვერდით ყოფნა, მასში ინვესტიციის ჩადება და მისგან იმის გაკეთება, რაც თქვენ გსურთ. მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ აქედან არაფერი არ გამოვა მანამ, სანამ თავად არ იქნება მზად. თუ ახლა ის არ არის ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ რომ იყოს, მაშინ გაუშვით და მოძებნეთ ისეთი მამაკაცი, რომელიც ედეალური იქნება თქვენთვის უკვე დღესვე და არა სავარაუდო მომავალში.2. მამაკაცი, რომელსაც არ უყვარს გულახდილი საუბარი
ასეთ მამაკაცს არ შეუძლია საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გაზიარება. ის გვიან ბრუნდება სახლში და აზრადაც არ მოსდის დაგირეკოთ გაფრთხილების მიზნით. დღების მანძილზე არ გწერთ და არ გირეკავთ. ის უბრალოდ არ ფიქრობს, რომ ურთიერთობა მნიშვნელოვანია. თუ ის რაიმე ზოგად საკითხებზე მაინც არ საუბრობს თქვენთან, შეგიძლიათ არც არასოდეს ელოდოთ მისგან გულახდილობას.3. მექალთანე
დიახ, მას შეიძლება უყვარდეთ, თუმცა პარალელურად რამოდენიმე სხვაც უყვარს. თქვენთან სექსი ისევე მშვენივრად გამოსდიოდეს, როგორც დანარჩენებთან. თქვენ არასოდეს იქნებით მისი ერთად-ერთი ქალი, იმიტომ, რომ მას ასე ცხოვრება არ შეუძლია. მისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, მონოგამური ურთიერთობა საიმისო არ არის.4. მამაკაცი, რომელიც არ იცნობს საკუთარ თავს
ასეთი მამაკაცის შეყვარება ადვილია. ის ცოტა დაბნეულია და ამის გამო უცნაურ-იდუმალი. მას აინტერესებს თქვენი აზრი, რითაც მოქმედებს თქვენს ეგო-ზე. ის ამბობს, რომ უნდა ერთი რამ, ხოლო საქმე სხვას ამბობს. დროთა განმავლობაში თქვენ დაიღლებით იმის გამოცნობით, თუ რა უნდა მას. სანამ თავად არ ჩამოყალიბდება, მანამ თქვენ ვერ შეძლებთ მის გაბედნიერებას.5. მამაკაცი, რომელსაც უყვარს დევნა და არა ნადავლი
ასეთ მამაკაცს უყვარს ურთიერთობების დასაწყისი: ფლირტი, მაცდუნებელი შეტყობინებები, თაყვანისმცემლის როლში ყოფნა. მაგრამ როგორც კი ის თქვენს ყუარდღებას იპყრობს, საწოლამდე მიყავხართ და ყველაფერს იღებს თქვენგან - მაშინვე იწყბს დისტანციის დაცვას. ის აღარ პასუხობს ტექსტურ შეტყობინებებს და ზარებს, თქვენი შეხვედრებიც იშვიათობა ხდება. დევნა დასრულებულია, ასე რომ, მას თქვენთან აღარაფერი ესაქმება. თქვენ კი უკეთესს იმსახურებთ.6. მამაკაცი, რომელიც მუდმივად იტანჯება
ასეთი მამაკაცი გულნატკენია წარსული სიყვარულით ან ბავშვური ტრამვით, ან რაიმე სხვა ცხოვრებისეული ტრაგედიით. მას თავი მსხვერპლად მიაჩნია და მუდმივად შეცოდებას ითხოვს - და მისი შეცოდებაც ძალიან მარტივია, რადგან ის ძალიან გულახდილი და უსუსური ჩანს... თქვენ გიზიდავთ მისი თანადგომის სურვილი, თუმცა ფრთხილად იყავით, რადგან ის შეიძლება გახდეს თქვენი ემოციური ვაპირი და მთელი ენერგია გამოგაცალოთ. სჯობს მეგობრული ურთერთობა შეინარჩუნოთ მასთან და საშუალება მისცეთ თავად გაუმკლავდეს პრობლემებს.7. ნარცისი-მანიპულატორი
ასეთი მამაკაცი ყველაზე საშიშია. მან კარგად იცის, როგორ უნდა აცდუნოს ქალი და მას მუდმივად იმას ეუბნება, რისი მოსმენაც სურს. მიუხედავად ყველა საგანგაშო ნიშნებისა, ქალები ასეთი მამაკაცისკენ მიფრინავენ ისე, როგორც პეპლები ცეცხლის ალისკენ. შესაძლოა მას უყვარდეთ კიდეც, მაგრამ საკუთარი თავი უფრო მეტად უყვარს. მას არ აქვს საკმარისი თანაგრძნობა სხვა ადამიანების მიმართ და თუ თქვენ მასში ეჭვს შიტანთ, გაიძულებთ იფიქროთ, რომ ისტერიკი, ეჭვიანი და პარანოიკი ადამიანი ხართ. უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება, ამოიცანით ასეთი მამაკაცები და როგორ ძლიერადაც არ უნდა გიყვარდეთ, გაიქეცით მათგან რაც შეიძლება შორს.