«ერთხელ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ნაწილი არის ის, როცა სახლში ვბრუნდები. მე ვერ ვიტანდი სახლთან მიახლოვების მომენტს, როცა ვხედავდი მის მანქანას და ვხვდებოდი, რომ ის უკვე სახლში იყო. მე უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა, რომ არავის შევეწუხებინე. მე უკვე აღარ მომწონდა მასთან ერთად ცხოვრება»
«მე მივხვდი, რომ აღარ ვიყავით ერთი გუნდი. ადრე ერთმანეთს მხარს ვუჭერდით სხვადასხვა სიტუაციებში. შემდეგ მე ვგრძნობდი, რომ თითქოს ვეჯიბრებოდი ან ვეწინააღმდეგებოდი მას. ვცდილობდი რამე კარგი გამეკეთებინა, რათა მისთვის დამემტკიცებინა, რომ ცდებოდა ჩემთან დაკავშირებით. ბოლოს მივხვდი, რომ დიდი ხანია ის ჩემ მხარეს აღარ იყო და ჩვენ ერთმანეთზე ცუდ გავლენას ვახდენდით».
«მე მივხვდი, რომ არასოდეს არ მინდოდა მასზე დაქორწინება. ჩვენ ერთად ვიყავით 3 წელი და დიდხანს ვფიქრობდი წინადადება როგორ გამეკეთებინა მისთვის, მაგრამ ვიცოდი, რომ ვერ გადავწყვეტდი ამას. ბოლოს და ბოლოს მე მივხვდი, ამ ყველაფერს იმის გამო ვწელავდი, რომ მასთან ერთად ვერ ვხედავდი საკუთარ თავს».
«ის მღალატობდა».
«მე გადავხედე ჩემ Google-კალენდარს: პარასკევი იყო და მივხვდი, რომ წინა კვირას ჩვენ ყოველ დღე სერიოზულად ვჩხუბობდით, მივხვდი, რომ არ მინდოდა დასვენების დღეები მქონოდა, რადგან მათი გატარება მომიწევდა მის გვერდით და წასვლის საშუალებაც არსად მექნებოდა. ეს იყო განგაშის ზარი».
«სამსახურში კოლეგებთან ერთად ვისხედით და ვსაუბრობდით ვინ რას გააკეთებდა ბევრი ფული რომ ჰქონოდა. ერთმა მამაკაცმა თქვა, რომ სამსხურს მიატოვებდა, იახტას იყიდიდა და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წავიდოდა თავის შეყვარებულ გოგოსთან ერთად. მე კი მივხვდი, რომ ჩემ გოგოს მივატოვებდი და მარტო წავიდოდი სამოგზუროდ».
«როცა ჩემი შეყვარებული გავიცანი, ის ძალიან დაკავებული იყო სწავლით და კარიერის მოწყობით. ამის მიუხედავად ჩვენ ძალიან დავახლოვდით და მე მას საშუალება მივეცი მიზნებისთვის მიეღწია. ის ძალიან გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ეს დაძაბული გრაფიკის გამო მოსდიოდა და გაუვლიდა. მაგრამ სიტუაცია გრძელდებოდა დაუსრულებლად, და მე მივხვდი, რომ მას არასოდეს ექნებოდა დრო ჩემთვის».
«მან ახალი მეგობრები გაიჩინა და ახალი ლიტერატურის კითხვა დაიწყო, რამაც კარდინალურად შეცვალა მისი შეხედულებები ცხოვრებასა და ფასეულობებზე. ის ცდილობდა თავისი ახალი მიდგომა თავს მოეხვია ყველასთვის, რის გამოც ჩემი მეგობრები არ მნახულობდნენ, როცა ის ჩემთან ერთად იყო. ეს დიდი სტრესში მაგდებდა და სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნიდა იმისგან, როგორშიც მე ის შევიყვარე».
«მან ყველაფრის გაკრიტიკება დაიწყო. ამის გამო მასთან რაიმეზე საუაბრიც კი შევწყვიტე, არაფერს აღარ ვუზიარებდი იმის გამო, რომ არ მომესმინა მისი კომენტარები. როცა სამსახურში დამაწინაურეს, მივხვდი, რომ ამის შესახებ ვერავის ვეტყოდი და ვერავისთან ერთად ვერ აღვნიშნავდი, რადგან ჩემი ცოლი აუცილებლად მოძებნიდა რაიმე გასაკრიტიკებელს. მაშინ მივხვდი, რომ მარტოც მშვენივრად ვიქნებოდი».
«მე მივხვდი, რომ მისი დაბადების დღე ჩვენ ცხოვრებაში ნამდვილი მოვლენაა, ჩემი დაბადების დღისთვის კი საერთოდ არაფერს ცდილობდა. ჩვენ დავდიოდით რესტორანში და ფულს მე ვიხდიდი. უცებ არ გადამიყვარდა, მაგრამ დავიწყე განქორწინების დაგეგმვა. ეს იმის სიმპტომი იყო, რომ ჩვენ ურთიერთობების ძირზე ვიყავით».