5 მავნე ნივთიერება, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს დამოკიდებულებას

5 მავნე ნივთიერება, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს დამოკიდებულებას

11193 ნახვა

რომელი ნარკოტიკული ნივთიერებები იწვევენ ყველაზე მეტად შეჩვევას და ხდიან ადამიანს დამოკიდებულს

მკვლევარების აზრით, ნარკოტიკების შეფასება, შეჩვევადობის მიხედვით, რამდენიმე ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული: რამდენად სასიამოვნოა მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, რამდენად ხელმისაწვდომია ფასი, რამდენად მარტივი სიმპტომები აქვს ნარკოტიკულ ნივთიერებას და რამდენად მარტივად შეუძლია ადამიანს მისი მიღების თანმდევი ეფექტების ატანა.

გარდა აღნიშნულისა, არის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანზე და ნარკოტიკზე დამოკიდებულს ხდის მას.

სტატიაში მოცემული 5 ნივთიერება, მრავალი კვლევის შედეგად, დასახელდა 5 ყველაზე მარტივად მიჩვევად ნივთიერებად, რომელიც ადამიანს მასზე დამოკიდებულს ხდის:

1. ჰეროინი

ექსპერტების მიერ, ჰეროინი დასახელდა ყველაზე შეჩვევად ნარკოტიკულ ნივთიერებად. ჰეროინის მიღება 200%-ით ზრდის დოფამინის დონეს ტვინში. რაც, თავის მხრივ, მეტად სასიამოვნოს ხდის ნივთიერების ზემოქმედებას. ჰეროინი ადვილად გავრცელებადი ნარკოტიკია. რომელიც, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ჰეროინის ბაზარი, რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს აღწევს ყოველწლიურად. დოზის გადამეტებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. საკმარისზე რამოდენიმეჯერ დიდი დოზის მიღება ხშირად სასიკვდილო შედეგს იწვევს.

2. კოკაინი

კოკაინის უარყოფითი ზემოქმედება კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ჰეროინის. კოკაინი არღვევს ტვინის უჯრედებს შორის კავშირს და იწვევს ტვინის პათოლოგიებს. კოკაინის მიღების შედეგად, დოფამინის დონე, დაახლოებით 3 ჯერ აჭარბებს დასაშვებ ნორმას. კოკაინის ზემოქმედების შედეგად ხშირად ვითარდება პათოლოგიები, რომლის გამოსწორებაც შეუძლეელია. მსოფლიოში დაახლოებით 20 მილონი ადამიანი მოიხმარს აღნიშნულ ნარკოტიკულ ნივთიერებას. კოკაინის ბაზარი 100 მილიარდ დოლარს აღწევს ყოველწლიურად.

3. ნიკოტინი

როდესაც ადამიანი ეწევა სიგარეტს (თუნდაც ელექტრონულ სიგარეტს), ნიკოტინი სწრაფად შეიწოვება ფილტვების მიერ და მიეწოდება ტვინს. ნიკოტინი კლავს ტვინის უჯრედებს, აავადებს გულს. იწვევს სიმსივნურ დაავადებებს. მსოფლიო მასშტაბით მწეველების რაოდენობა მილიარდ ადამიანს აღემატება. 

4. ფსიქოტროპული ნივთიერებები

დანიშნულებისამებრ გამოყენება ხდება შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ ნივთიერებებს, იყენებენ ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. ფსიქოტროპული პრეპარატები ახშობენ ტვინის სიგნალებს და იწვევენ ძილიანობას. დიდი დოზით მიღებამ, შესაძლოა გამოიწვიოს სასიკვდილო შედეგი. აღნიშნული პრეპარატები საკმაოდ მარტივად იყო ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. თუმცა კანონის გამკაცრებამ და რეგულაციების შემოღებამ, მისი გამოყენება, მსოფლიო მასშტაბით შეამცირა.

5. ალკოჰოლი

ალკოჰოლი, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე გავრცელებული მავნე ნივთიერებაა, რომელსაც ადამიანი მოიხმარს. დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი ალკოჰოლის მომხმარებელია. ჭარბი ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი წელიწადში 3 მილიონს აღწევს. ალკოჰოლი დოფამინის დონეს 40%-დან 360%-მდე ზრდის. ალკოჰოლი მიჩნეულია მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ფართოდ მოხმარებად მავნე ნივთიერებად.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.