მაღალმთიანი რეგიონებში მაღალი გამავლობის სპეცმანქანები დაინიშნა

მაღალმთიანი რეგიონებში მაღალი გამავლობის სპეცმანქანები დაინიშნა

1466 ნახვა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 12 მაღალი გამავლობის სპეცმანქანა შეემატა.

ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და მის მოადგილე ზაზა ბოხუას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ პირადად დაათვალიერებინა.

სპეცგამავლობის მანქანები განსაკუთრებით რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვისაა გათვლილი და მისი საშუალებით, გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის მაღალი გამავლობის მანქანების გადაცემა მთაგორიანი რეგიონებისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.