სახსრების ხმაური (ტკაცუნი) - საჭიროა თუ არა ექიმთან მისვლა?

სახსრების ხმაური (ტკაცუნი) - საჭიროა თუ არა ექიმთან მისვლა?

58533 ნახვა

ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გაუგია საკუთარი სახსრების ტკაცუნი. ასაკის მიუხედავად, ტკაცუნს ხმას გამოსცემს სხვადასხვა სახსარი: დაწყებული მუხლებიდან, დამთავრებული ხელის თითებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ადამიანის სხეულის თავისებურებებით, ისე სხვადასხვა დაავადებებით.

რა ხდება სახსრებში და რატომ გვესმის ხმაური?

მსგავსი ხმა სახსრებში წარმოიქმნება მაშინ, როცა სახსარში არსებულ სინოვიალური სითხეში ჩნდება დიოქსიდის ნახშირწყალის გაზის ბუშტუკი. მოძრაობის დროს ეს ბუშტუკი სკდება და ადამიანს ესმის ხმა, რომელიც ტკაცუნს ჰგავს. რამოდენიმე წუთის შემდეგ შესაძლოა ტკაცუნი განმეორდეს, რისი მიზეზიც იგივეა, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. მენჯ-ბარძაყის სახსარში ხმაური ჩნდება აქტიური მოძრაობისას, როცა იტვირთება ძვლები და მათ შორის ბმები. ცილების და წყლის ჭარბი უკმარისობაც ასევე იწვევს სახსრების ტკაცუნს. თუმცა, სახსრების ხმაურის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადებაც. 


როდის არის სახსრების ტკაცუნი დაავადების სიმპტომი?

სახსრებში ხშირი ტკაცუნი საკმარისი საბაბია ექიმთან მისასვლელად და იმის გასარკვევად ხომ არ არის ეს რაიმე დაავადების სიმპტომი. სახსრების ტკაცუნის გამომწვევია შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობა:

  • ტრავმები, რომლებმაც გამოიწვია დამაკავშირებელი აპარატის დასუსტება. სახსრებმა შეიძლება იტკაცუნოს ამ აპარატის ჰიპერმობილურობის პირობებშიც, ანუ თანდაყოლილი ანომალიისას, რომელიც საკმაოდ იშვიათად გვხვდება. ასეთ დროს სახსრების ნაწილი მოძრაობის დროს გამოსცემს ხმას, მაგრამ არ იწვევს ტკივილს.
  • სახსრების აგებულების ანომალიები, რომლის დროს მათი ზედაპირი არ ემთხვევა ერთმანეთს, გამოსულია სახსრის ბუდიდან და ამ მიზეზით გამოსცემს ხმებს
  • სახსართან არსებული კუნთის ანთებითი პროცესი
  • ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა და დაღლა
  • სახსრის ართროზი,რომლის დროსაც ხდება ხრტილის ნელი დაშლა და დეფორმაცია, რაც იწვევს სახსრების ფუნქციის შეზღუდვას. ამ დროს ტკივილი უჩნდება ნებისმიერი ასაკის ადამიანს
  • სახსრებში მარილების ჭარბი რაოდენობა, რაც ზღუდავს მოძრაობის შესაძლებლობას და იწვევს ხმაურს და ტკივილს
  • უცხო სხეულები სახსარში: ამ დროს სახსარი არმარტო ტკაცუნობს, არამედ იწვევს ძლიერ ტკივილს
  • ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.ეს ორგანოები გამოიმუშავებენ კოლაგენს, რომელიც უზრუნველყოფს ხრტილების სიმყარეს და ელასტიურობას. კოლაგენის გამომუშავების შემცირების პირობებში შეიძლება სახსრებმა ტკაცუნი დაიწყონ
  • თირკმელების პრობლემები. თირკმელები ადამიანის ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს და მარილებს. მათი დაავადებების დროს ირღვევა სახსრებიდან სითხის გამოდევნა, რის გამოც მათი ნორმალური ფუნქცია ირღვევა და იწყებენ ტკაცუნს

 
რისი გაკეთება შეუძლია ექიმს ან თქვენ სახსრების ტკაცუნის დროს?

პრობლემაში გასარკვევად დაგეხმარებათ ტრავმატოლოგი-ორთოპედი, ვერტებროლოგი, შესაძლოა დაგჭირდეთ ასევე რევმატოლოგის კონსულტაცია. ტკაცუნის გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე დაგენიშნებათ მკურნალობა:მედიკამენტოზური, ფიზიოთერაპიული, სამკურნალო-ფიზიკური და ა.შ. სწორი დიაგნოზის დასასმელად საჭირო იქნება გამოკვლევის ჩატარება, სისხლის ანალიზის ჩაბარება და შესაძლოა სახსრების რენტგენით გაშუქებაც.

ხშირად სახსრები ტკაცუნს იწყებენ ადამიანის სხეულის ნაკლები მოძრაობის ან არასწორი კვების რეჟიმის გამო. თუმცა, თუ თქვენ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ და სახსრები გაწუხებთ, ნამდვილად არ ღირს ფიზიკური ვარჯიშის ან სირბილის დაწყება. აუცილებელია მიაკითხოთ სამედიცინო დაწესებულლებას, სადაც ექიმი სპეციალისტი თავად შეგირჩევთ თქვენთვის შესაფერის ფიზიკურ ვარჯიშს, გამოგიწერთ მედიკამენტს და ა.შ.
შეეცადეთ მეტი იაროთ ფეხით, თავი აარიდოთ მავნე ჩვევებს და იქონიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. აუცილებლად ჩართეთ რაციონში ბოსტნეული, ხილი, თხილი, მარცვლეული. დღის მანძილზე მიიღეთ არანაკლებ 1,5 ლ წყალი (თუ არ გაქვთ შეშუპების პრობლემები). შეეცადეთ დიდხანს არ იჯდეთ ერთ პოზაში: ხშირად შეიცვალეთ სხეულის მდგომარეობა. მჯდომარე სამუშაო რეჟიმისას რეკომენდირებულია ყოველ საათში ერთხელ შეისვენოთ და წაივარჯიშოთ. 

სახსრების თკივილისთვის - ნერმო პლუსი #30კაფს

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.