კვლევა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია სწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა

კვლევა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია სწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა

23556 ნახვა

პოზიტრონ–ემისიურ ტომოგრაფიას მეცნიერებმა უკვე უწოდეს კვლევის ოქროს სტანდარტი.

PET/CT (პეტ კატე) ადამიანის ორგანიზმს მთლიანად იკვლევს. ძირითადად გამოიყენება ონკოლოგიაში, თუმცა ბოლო წლებში დარეგისტრირდა ბევრი ახალი იზოტოპი, რომლის საშუალებითაც ხდება გულისა და ნერვული სისტემის უფრო დეტალური და ფუნქციური გამოკვლევა. გულის შემთხვევაში შესაძლებელია იშემიის ხარისხის განსაზღვრა, ნევროლოგიაში კი დემენციების, პარკინსონის დაავადების, გულყრის სხვადასხვა ფორმის, თავის ტვინის სიმსივნეების დიაგნოსტირება.

პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია მაღალტექნოლოგიური, კომბინირებული პროდუქტია, რადგან სისტემა ერთდროულად ორი კვლევის – პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად, საბოლოოდ ორი უმნიშვნელოვანესი კვლევის მონაცემთა შეჯამება ხდება.

 

პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიით შესაძლებელია:

  • ონკოლოგიური დაავადების გავრცელების ხარისხის დადგენა;
  • მეტასტაზური პროცესის პირველადი კერის დადგენა;
  • კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირება;
  • ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის ეფექტურობის შეფასება;
  • აუცილებელია მაშინაც, როცა ბიოფსიისთვის საჭირო ლოკალიზების შერჩევაა საჭირო;
  • გვეხმარება სხივური თერაპიის დაგეგმარებაში;
  • აუცილებელია როგორც დიაგნოსტირებისთვის, პირველად ეტაპზე, ისე მკურნალობისა და მკურნალობის დასრულების შემდეგაც;
  • შინაგანი ორგანოების მდგომარეობის შეფასება და მეტაბოლიზმის გამოკვლევა;
  • ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერი ფუნქციური პროცესის გამოკვლევა და სხვა.  
 

პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიის გარეშე წარმოუდგენელია სწორი დიაგნოზის დასმა, შესაბამისად, მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

 

PET/CT არაინვაზიური სადიაგნოსტიკო საშუალებაა, რომლის დროსაც პაციენტი ინტრავენურად იღებს იზოტოპს, ხოლო კვლევას საშუალოდ ერთი საათი სჭირდება.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს რადიოთერაპიის დეპარტამენტი. დეპარტამენტში ონკოლოგიურ პაციენტებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ სხივური თერაპია უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით. რადიოთერაპიის დეპარტამენტში მკურნალობის მეთოდს ქართველ სპეციალისტებთან ერთად არჩევენ მოწვეული ექსპერტები აშშ–დან (ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა) და ესპანეთიდან (Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტი). შესაბამისად, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ამერიკულ–ევროპული სტანდარტის მკურნალობით.

 

სულ მალე ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღიჭურვება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი, ციფრული პეტ კატეთი.

 

მიღებაზე ჩასაწერად:  ქირურგიის ეროვნული ცენტრი

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.