კოვიდ-გადატანილ ქალებს, 40-45 წლის ასაკიდან, ჯანმრთელობის მუდმივი პრობელემები ექნებათ

კოვიდ-გადატანილ ქალებს, 40-45 წლის ასაკიდან, ჯანმრთელობის მუდმივი პრობელემები ექნებათ

1230 ნახვა
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული, ორი ახალი კვლევის თანახმად, კოვიდ-გადატანილ ქალებს, 40-45 წლის ასაკიდან, გამოჯანმრთელების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში შეაწუხებთ მუდმივი დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა და გაუარესებული მეხსიერება. აღნიშნულ ინფორმაციას  Reuters-ი ლესტერის უნივერსიტეტის და მწვავე რესპირატორული ინფექციების საერთაშორისო კონსორციუმის (ISARIC) კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ISARIC-ის კვლევაში 327 ქალი მონაწილეობდა. მათი უმეტესი ნაწილი სუნთქვის უკმარისობას უჩივის, შემდეგ ადგილზეა დაღლილობა, მეხსიერების პრობლემები, მოძრაობისა და კომუნიკაციის უნარის შეზღუდვა.

 

ლესტერის უნივერსისტეტის კვლევებში 1,077 ორივე სქესის პაციენტი მონაწილეობდა. კვლევის თანახმად, ქალი პაციენტების უმრავლესობა კორონავირუსის გადატანიდან 5 თვის შემდეგაც უჩიოდა აღნიშნულ პრობლემებს. , მეოთხედზე მეტს "შფოთვის და დეპრესიის სიმპტომები“ ჰქონდა, ხოლო 12%-ს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები.

 

 

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.