სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი დაიწყო

სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი დაიწყო

2819 ნახვა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო.  

ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ ბრიფინგი გამართა.

უკანასკენელი 2 კვირის განმავლობაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ სულ 30 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა. 

გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, რომელიც ეხებოდა უკანონო საექიმო საქმიანობას, სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორ წარმოებას,  სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევებს.  სულ დაიწერა 20 ოქმი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოწმდება ქვეყანაში რეგისტრირებული 2800-მდე სამედიცინო დაწესებულება.

თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის  სპეციფიური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრხოების საფუძველი.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით გატარდება ქმედითი ღონისძიებები ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

 

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.