კარდიოლოგის ამბულატორიული მომსახურება ბინაზე

კარდიოლოგის ამბულატორიული მომსახურება ბინაზე

3598 ნახვა
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გსდ) გლობალურად პირველ ადგილს იკავებს სიკვდილიანობის საერთო სტრუქტურაში.

2016 წელს მსოფლიოში გსდ მიზეზით 17.9 მლნ ადამიანი გარდაიცვალა, რამაც საერთო სიკვდილიანობის 31.4% შეადგინა. აღნიშნულ შემთხვევათა შორის 9.4 მლნ იყო გულის კორონარული დაავადებით, ხოლო 5.8 მლნ - თავის ტვინის ინსულტით გამოწვეული სიკვდილი.

გსდ სიკვდილიანობა 46-ჯერ აღემატება აივ/შიდსით, ტუბერკულოზით და მალარიით გამოწვეულ სიკვდილიანობას და 11-ჯერ ამ დაავადებებით განპირობებულ ტვირთს.

რაც შეეხება საქართველოს, 2016 წლის მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წილი საერთო სიკვდილიანობაში თითქმის 62%-ია.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კარდიოლოგიური პრობლემები ერთ-ერთი პირველია იმ ჩამონათვალს შორის, რაც უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.

საბედნიეროდ, დღეს საქართველოში მედიცინის ეს სფერო საკმაოდ კარგადაა განვითარებული და კარდიოლოგები მაქსიმალურად ცდილობენ, ფეხი აუწყონ თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს.

მაგალითად: თუ კი არ გაქვთ საკმარისი დრო ჯო ენის სამედიცინო ცენტრში გთავაზობთ ყველასთვის მოსახერხებელი სერვისს - კარდიოლოგის ამბულატორიული მომსახურება ბინაზე. 

ეს სერვისი საშუალებას იძლევა, რომ მოზრდილმა პაციენტებმა სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ კარდიოლოგის ამბულატორიული მომსახურებით, მათთვის სასურველ მისამართზე.

მომსახურებაში შედის:

  • ექოკარდიოგრაფია; 
  • კარდიოგრამა;
  • ექიმ -კარდიოლოგის კონსულტაცია.
 

კლინიკის სანახავად გადადით ბმულზე : ჯო ენის სამედიცინო ცენტრი 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.