ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერბმა აღმოაჩინეს, რომ დიდი უკანალის მქონე ქალები არამარტო უფრო ჭკვიანები არიან გამხდარ ქალებთან შედარებით, არამედ უფრო მდგრადი ჯანმრთელობა აქვთ ქრონიკული დაავადებების მიმართ.
«გამოკვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ დიდი უკანალის მქონე ქალებში ქოლესტერინის დაბალი დონეა და მათი ორგანიზმი შაქრის მეტაბოლიზმისთვის ჰორმონებს უკეთსად გამოიმუშავებს. გარდა ამისა, ასეთ ქალებში დაბალია დიაბეტით დაავადების რისკი და გულის პრობლემები» - წერს ABC NEWS-ი.
ასევე აღსანიშნავია, რომ მასიური ფორმების მქონე ქალბატონებში ჭარბი რაოდენობით არის OMEGA-3 ცხიმები, რომელიც ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარებას. მკვლევარები აცხადებენ, რომ განიერი თეძოების მქონე ქალების მიერ გაჩენილი ბავშვები, ინტელექტუალურად უფრო განვითარებულები არიან, ვიდრე გამხდარი ქალების მიერ გაჩენილი ბავშვები.
გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 16 000-მა ქალმა.
ABC News წერს:
«პროფესორი კონსტანტინ მანოპულოსი, რომელიც ხელმძღვანელობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდს, აცხადებს, რომ უკანალის ზონაში ნორმაზე მაღალი დონის ცხიმების მატარებელ ქალს აღენიშნება ქოლესტერინისა და გლუკოზის უფრო დაბალი დონე»
ასევე, დიდი უკანალის მქონე ქალებს ორგანიზმში აღენიშნებათ ლეპტინის (ქალის წონაზე პასუხისმგებელი ჰორმონი) და დინოპეკტინის (დიაბეტთან აქტიურად მებრძოლი და ანთების საწინააღმდეგო ჰორმონი) ნორმალური დონე.
დუნდულების ცხიმოვანი ქსოვილი აკავებს მავნე ცხიმოვან ნაწილს და აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
ანალოგიური კვლევები ჩატარდა კალიფორნიისა და პიტსბურგის უნივერსიტეტებში, რომელთა შედეგების მიხედვით ქალები, რომლებსაც აქვთ განიერი თეძოები, დიდი უკანალი და ვიწრო წელი - გაცილებით დიდხანს ცხოვრობენ.