ნემოდან დორის პერსონაჟი ხომ გახსოვს? მას ჰგავხარ?
ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ შენი ტვინი უამრავს მსგავს ინფორმაციას ინახავს. წარმოიდგინე, მთელი ცხოვრების განმავლობაში, რამდენჯერ დაგიყენებია მანქანა, ან რამდენჯერ მოისროლე გასაღები სადღაც. ეს ყველა მსგავსი ინფორმაცია ერთმანეთში იხლართება და მაგიტომაცაა, რომ ყველაფერი “გეკარგება” და მერე ამ “დაკარგული” ნივთების ძებნაში მართლა კარგავ მთელ დღეს. იმისათვის, რომ გავიუმჯობესოთ გონება, მეხსიერების აშშ-ს ჩემპიონი - ჯოშუა ფოერი რამდენიმე რჩევას გვთავაზობს: კონცეტრირდი დეტალებზე, რათა ერთი სიტუაცია მეორისგან განასხვავო და ერთმანეთში არ აგერიოს. მაგალითად კარგად შეისწავლე ის ადგილი, სადაც გასაღები დადე. ნახე რა ფერის, რა მასალის ან თუნდაც რა ფორმისაა რაზეც დადე ნივთი. დააკვირდი ირგვლივ კიდევ რამე ხომ არაა. მოკლედ, რაც უფრო მეტ დეტალს დააკვირდები მით უფრო მეტია შანსი იმისა, რომ “სად დავდე ნეტავ ეს გასაღები” აღარ იტყვი. და კიდევ ერთი საინტერესო ხრიკი. რუთ პროპერი, მონკლერის ამერიკული უნივერსიტეტიდან, მიიჩნევს, რომ მარჯვენა ხელის "მომუშტვა" ინფორმაციის დამახსოვრებას უწყობს ხელს. ხოლო მარცხენა ხელზე იგივე ქმედება პირიქით. მეცნიერები ამას იმით ხსნია, რომ მუშტის გაკეთებისას ტვინში აქტიურდება ის უბანი, რომელიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი.
სანამ ამას კითხულობდი მადუღარას გამორთვა ხომ არ დაგავიწყდა?
მონახეთ კლინიკები: 1000+კლინიკა მონახეთ ექიმები: 5000+ ექიმი