ცოტა რამ კანის კიბოს შესახებ
კანის კიბო - გადაგვარებული კანის უჯრედების ზრდა, ყველაზე ხშირად ვითარდება მზის ზემოქმედების ქვეშ მყოფ სხეულის ზონებზე, თუმცა გვხდვება იმ ადგილებშიც, რომლებზეც ჩვეულებრივ მზის სხივები ვერ ხვდება. არსებობს კანის კიბოს სამი ძირითადი ტიპი - ბაზალური უჯრედების, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომები და მელანომა. კანის კიბოთი დაავადების რისკი ნაკლებია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემცირებისა ან თავიდან აცილების დროს. კანის ზედაპირის საეჭვო ცვლილებებზე დაკვირვება დაგეხმარებათ დაავადების ადრეული ეტაპზე გამოვლენაში.
სიმპტომები
სად ვითარდება კანის კიბო?
კანის სიმსივნე უმეტესად გვხვდება მზის სხივების აქტიური ზემოქმედების ზონებში: თავის კანი, სახე, ტუჩები, ყურები, კისერი, გულმკერდი, ხელები და ქალების შემთხვევაში ფეზებიც კი. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ გვხვდება ისეთ ადგილებში, რომელთაც იშვიათად ხვდება მზის სხივები: ხელისა და ფეხის ფრჩხილების ქვეშ, სასქესო ორგანოების მიდამოებში და ა.შ. კანის სიმსივნე აწუხებთ ნებისმიერი შეფერილობის მქონე ადამიანებს, თუმცა მელანომა უმეტესად გვხვდება მუქი კანის მქონე პაციენტებში, ხელისგულებისა და ფეხის ტერფების ზონებში.
ბაზალური უჯრედების კარცინომის ნიშნები და სიმპტომები
ამ ტიპის კარცინომა ჩვეულებრივ გვხვდება კისერსა და სახეზე სხვადასხვა ტიპის წანაზარდით:
ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ნიშნები და სიმპტომები
ყველაზე ხშირად ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა გვხვდება სახეზე, ყურებსა და ხელებზე, უმეტესად მუქი ფერის კანის მქონე პაციენტებში, რომლებიც ხშირად არიან მზეზე. ამ ტიპის კარცინომა შეიძლება იყოს:
მელანომის ნიშნები და სიმპტომები
მელანომა შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ წერტილში. იგი მამაკაცების შემთხვევაში ყველაზე ხშირად ისახება სახეზე ან ტორსზე, ხოლო ქალებში ქვედა კიდურების ნაწილში. მელანომა ვლინდება ნებისმიერი შეფერილობის კანზე და მისი ნიშნებია:
ნაკლებად გავრცელებული ტიპის კანის კიბოს ნიშნები და სიმპტომები:
კანის კიბოს ეს იშვიათი ფორმა ვითარდება კანის სისხლძარღვებში და მოწითალო ლაქები ჩნდება კანის ზედაპირსა და ლორწოვან გარსზე. კაპოშის სარკომით უმეტესად ავაადდებიან სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, მაგალითად შიდსით დაავადებულები და ის პაციენტები, რომელთაც ორგანოთა გადანერგვა აქვთ გაკეთებული და ხელოვნურად იღებენ ბუნებრივი იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს. კაპოშის სარკომის რისკ ჯგუფში შედიან აფრიკაში მცხოვრები ახალგაზრდები და აღმოსავლეთ ევროპის ებრაული წარმომავლობის მოხუცები.
მერკელის უჯრედების კარცინომის დროს მყარი, პრიალა ზედაპირის მქონე კვანძები ფორმირდება კანზე ან მის ქვეშ, თმის ფოლიკულში. ამ ტიპის სიმსივნე ვითარდება გვხვდება თავის, კისრის და ტორსის ზონებზე.
ეს იშვიათი და აგრესიული ბუნების სიმსივნეწარმოიქმნება კანის ცხიმოვან ჯირკვლებში. მყარი და უმტკივნეულო კვანძები შეიძლება განვითარდეს ყველგან, თუმცა უმეტესად ქუთუთოებზე გვხდვება.
მიზეზები
კანის კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც კანის უჯრედების დნმ სტრუქტურა მუტაციას განიცდის, შედეგად კიბოს უჯრედები უკონტროლოდ იზრდება.
კანის კიბო ფორმირდება კანის ზედა ფენაში - ეპიდერმისში. იგი არის თხელი ფენა, რომელიც უზრუნველყოფს უჯრედების დამცავ საფარს. ეპიდერმისი შედგება უჯრედების სამი ძირითადი ტიპისგან:
ულტრაიისფერი სინათლე და სხვა პოტენციური მიზეზები
კანისუჯრედებში დნმ-ისდაზიანება უმეტესად დიდი რაოდენობით ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას უკავშირდება. მედიკოსები გვირჩევენ, რომ თავი დავიცვათ მზეზე ხშირი ყოფნისგან, განსაკუთრებით ზაფხულში, თუმცა კანის კიბოს განვითარებას, ასევე მომწამვლელი ნივთიერებების ზემოქმედება ან დასუსტებული იმუნური სისტემაც უწყობს ხელს.
რისკ ფაქტორები
მიუხედავად იმისა, ნებისმიერი ტონის შეფერილობის ადამიანის ავადდება კიბოთი, მეტი რისკის ქვეშ არიან ღია ფერის კანის მქონე პაციენტები, რომელთაც აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზმში მელანინის ნაკლები შემცველობა აქვთ. მათზე კანზე მეტად ზემოქმედებს მზის სხივები, რადგან მელანინის ნაკლებობა იწვევს კანის სტურქტურის დამცველობითი უნარის შესუსტებასაც.
მზის დამწვრობის ხშირი შემთხვევები ბავშვობასა ან მოზრდილობაში ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს
ყველა ადამიანი, რომელიც დიდ დროს ატარებს მზეზე, განსაკუთრებით ისე, რომ კანი არ არის დაცული შესაბამისი საშუალებებით, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას. რუჯი არის კანის გაღიზიანების პასუხი გადაჭარბებული რაოდენობით მიღებულ ულტრაიისფერ სხივებზე, ამიტომ მედიკოსები გვირჩევენ, რომ ზომიერად გავატარაოთ დრო პლიაჟსა და აუზებზე და მაქსიმალურად მოვერიდოთ სოლარიუმში სტუმრობას.
ადამიანები, რომელთაც დიდი რაოდენობით ანუ ნორმაზე მეტი არაბუნებრივი შესახედაობის ხალები აქვთ სხეულზე, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ამ ზონებში ნებისმიერ ცვლილებას.
თუ თქვენი მშობლები ან და-ძმა დაავადებული იყო კანის კიბოთი, აუცილებლად გადაამოწმეთ ორგანიზმში მიმდინარე პროცესები
გარკვეული ნივთიერებების ზემოქმედებამ, როგორიცაა მაგალითად დარიშხანი, შესაძლოა გაზარდოს კანის კიბოს განვითარების რისკი.
პრევენცია