კანის კიბო, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ უკურნებელ დაავადებად მიიჩნეოდა, ამ დროისთვის სასიკვდილო დიაგნოზი აღარაა. ამის შესახებ BM.ge წერს.
კანის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოში. ეს დაავადება ისეთ ადგილებში ვითარდება, სადაც მზის დასხივება მეტია – თავის ქალა, სახე, ტუჩები, ყურები, კისერი, მკერდი, ხელები და ფეხები. თუმცა დაავადება შესაძლოა განვითარდეს ისეთ ადგილებშიც, სადაც მზის სინათლე არ გვხვდება – ხელის გულები, ფრჩხილების ქვეშ და გენიტალიებთანაც.
როგორც BBC ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს, ათი წლის წინ მელანომით დაავადებულთა 20 ადამიანიდან, მხოლოდ ერთი ახერხებდა ამ დიაგნოზის შემდეგ 5 წელი ეცოცხლა, დანარჩენები რამდენიმე თვეში იღუპებოდნენ. ახლა კი, ახალი პრეპარატების დახმარებით, რომლებიც იმუნურ სისტემას აუმჯობესებს, მათს 52%-ს შეუძლია სულ მცირე 5 წელი კიდევ იცოცხლოს.
Royal Marsden NHS Foundation Trust-ის მრჩეველი, პროფესორი ჯეიმს ლერკინის თქმით, წარსულში კანის კიბოს მეტასტაზები უკურნებლად მიიჩნეოდა. ონკოლოგები სხვა კიბოს სახეობებისგან განსხვავებით, მელანომას სხვანაირად უდგებოდნენ, შესაბამისად მეტასტაზების პროცესში მას ვეღარ კურნავდნენ. როგორც წესი დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტები 6-დან 9 თვეში იღუპებოდნენ.
მეცნიერებმა კვლევისას ორი პრეპარატი გამოიყენეს, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებენ და კიბოს დამარცხებას ცდილობენ. კვლევაში მონაწილეობა 945-მა პაციენტმა მიიღო. ნაწილი Nivolumab-ს ღებულობდა, ნაწილი კი Ipilimumab-ს, ხოლო ზოგი მათგანი - ორივე წამალს. ექიმები გამოკვლევის ფარგლებში 5 წლის შემდეგ, მათი სიცოცხლის შესაძლებლობებს ადგენდნენ. პაციენტების უმეტესობა კი დღესაც, კვლევიდან ხუთი წლის შემდეგ, ცოცხალია.
კვლევის კონკრეტული შედეგები ასე გამოიყურება:
- პაციენტების 26%, ვინც Ipilimumab-ით მკურნალობდა, ისევ ცოცხალია
- პაციენტების 44%, ვინც Nivolumab-ით მკურნალობდა, ისევ ცოცხალია
- პაციენტების 52% კი, ვინც ორივე მედიკამენტი მიიღო, ცოცხალია.
პროფესორი ლერკინის თქმით, უკვე არსებობს 50% შანსი იმისა, რომ მელანომის მეოთხე სტადიით დავადებულმა პაციენტებმა, დიაგნოზის დასმიდან კიდევ 5 წელი ან მეტი იცოცხლონ.
ონკოლოგების სანახავად გადადით ბმულზე:
ონკოლოგები