პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში პირველი, სპეციალიზებული და ყოვლისმომცველი ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დაარსება. პროგრამის მონაწილე ყველა ექსპერტის გადაწყვეტილებით, 2015 წელს პროექტის განმახორციელებელ ბაზად აირჩა ჯო ენის სამედიცინო ცენტრი. სწორედ, მისი ძლიერი ფუნდამენტის და ყველა მოთხოვნილი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შედეგად. აღნიშნულ პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის დაწყება მნიშვნელოვან ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ფაზა დაფინანსებულია USAID - ის მიერ (USAID, Washington,DC) 700 000 დოლარის ოდენობით.