კანაფი, იგივე კანაბისი (ლათ.) - წარმოადგენს ძლიერ სამკურნალო მცენარეს, თუმცა, ის სწორედ თავისი ძლიერი ფსიქოტროპული მოქმედების გამო აკრძალულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, კანაბისის სწორედ ეს თვისება გამოიყენება მედიცინაში მრავალი სახის დაავადების სამკურნალოდ, განსაკუთრებით ისეთის, რომლებიც ტკივილს უკავშირდება. ასევე, კანაფის ზეთი არის ძალიან მდიდარი მკვებავი კომპონენტებით. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კანაფის უკონტროლო მოხმარება, დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
საერთო დახასიათება
კანაფი – არის ერთწლოვანი მცენარე, რომლის სიმაღლე აღწევს 2 მ-დე. ვარაუდობენ, რომ ის თავდაპირველად წამოვიდა ჩინეთიდან, თუმცა, ამ ფაქტს რაიმე მეცნიერული დასაბუთება არ აქვს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორსის საქართველოშიც, მისი მოყვანა ხდებოდა კანაფის ბოჭკოს მისაღებად, რომლისგანაც შემდეგ ამზადებდნენ ძაფს. თუმცა, ასეთი დანიშნულებით მოყვანილი მცენარე წარმოადგენს კანაფის არანარკოტიკულ სახეობას.
დღეისათვის კანაფის კულტივაცია ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, როგორიცაა: ჩინეთი, საფრანგეთი, ჩილე, რუსეთი, თურქეთი, ესპანეთი, მაროკო, კანადა და ა.შ. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის ძალიან სუსტი ნარკოტიკული თვისებების მქონე სახეობაა და მისი დანიშნულება სულ სხვაა.
არსებობს მცენარის 4 ქვესახეობა:
-Cannabis Sativa;
-Cannabis Indica;
-Cannabis Spontanea;
-Cannabis Kafiristanica.
დღეისათვის ყველაზე მეტად შესწავლილია Sativa-ს ქვესახეობა. მისი კულტივაცია ხდებოდა ბევრი ცივილიზაციის მიერ, როგორც სამკურნალო საშუალების. არსებობს მოსაზრება, რომ ამ მიზნით კანაფის მოხმარება 5000 წელზე მეტია რაც ხდება იმ მცენარეულ საშუალებებთან ერთად, როგორიც არის ჟინსენგი, ყაყაჩო, ჯინჯერი და სხვა. Cannabis-ს იყენებდნენ ძველი ბერძნები, რომაელები, ეგვიპტელები, სპარსელები და სხვა ბევრი ახლოაღმოსავლური ცივილიზაციები. კანაფი ცნობილი მცენარეა ჩინურ მედიცინაშიც და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამკურნალო-სამედიცინო საშუალებად ითვლებოდა.
პირველი «ომი» მის წინააღმდეგ შუა საუკუნეებში დაიწყო, როცა ინკვიზიციამ კანაბისის მომხმარებლები სატანისტებად გამოაცხადა. დღესაც კანაბისი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე მცენარედ არის გამოცხადებული. თუმცა, დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ, მკვლევარებმა ამ მცენარეს სხვაგვარად შეხედეს, კერძოდ მისი მარცვლების ქიმიური შემადგენლობიდან და მისგან მიღებული ზეთიდან გამომდინარე. აღმოჩნდა, რომ ეს არის სასარგებლო ნივთიერებების „საწყობი“.
კანაბისის ქიმიური შემადგენლობა: სასარგებლო და მავნე თვისებები
კანაფი (მათ შორის მისი თესლი, კანი, ფოთლები) არის ქიმიური კომპონენტებით მდიდარი მცენარე.
მისი მთლიანი შემადგენლობის დაახლოებით 2-დან 10 %-მდე, არის ნივთიერებები, რომლებსაც ფსიქოტროპული თვისებები აქვს. მაგალითად ჰაშიშში ეს მაჩვენებელი 5-ჯერ უფრო მაღალია, თუმცა მკვლევარები ამბობენ, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების კონცენტრაცია განისაზღვრება მცენარის ხარისხისა და ჯიშის მიხედვით.
რაც შეეხება სასარგებლო კომპონენტებს, კანაფის ზეთში მაგალითად არის ვიტამინები А, В1, В2, В6, C, D, F,
ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9 ცხიმმჟავები (სხვათა შორის სამივე ომეგა-ნივთიერების არსებობა ერთ და იგივე პროდუქტში, საკმაოდ იშვიათი მოვლენაა), რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მათი გავლენა საკმაოდ პოზიტიურია გულსისხძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობაზე. აუცილებელია მხედველობისა და კანის ჯანმრთელობისთვის. ამ ნივთიერებების დეფიციტი, როგორც წესი, იწვევს დეპრესიას, დაღლილობას, მეხსიერების გაუარესებას, კანის სიმშრალეს, მხედველობის პრობლემას, ასევე იზრდება კარდიოდაავადებების რისკი. კანაფის ზეთი ხშირად გამიყენება როგორც საკვები პროდუქტი. მზა საკვებში მისი მცირე რაოდენობით დამატება ადამიანს დაიცავს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისგან.
კანაფის თესლში არის ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა თუთია, რკინა, მარგანეცი, კალიუმი, ფოსფორი და გოგირდი. ასევე ვიტამინი B8 და ვიტამინისმაგვარი ნივთიერება ფიტინი, რომელიც ხელს უშლის ღვიძლის გაცხიმოვნებას რაციონში პროტეინების უკმარისობისას.
ლეგალური კანაფი
მიუხედავად იმისა, რომ კანაფი ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, ზოგიერთ რეგიონში მოხდა მისი ლეგალიზება თერაპიული გამოყენების მიზნით, კერძოდ კანადაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიის რიგ რეგიონებში, სადაც კანაფის შემცველობის მქონე პრეპარატების ყიდვა შესაძლებელია აფთიაქებში, თუმცა მხოლოდ ექიმის რეცეპტით. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ მაგალითად ონკოლოგიური დაავადებების დროს, კანაფის უარყოფითი გამოვლინებები იმდენად მავნებელი არ არის, რამდენადაც ქიმიოთერაპია, რომელიც სრულად არღვევს იმუნურ სისტემას და კლავს კუჭ-ნაწლავის ფლორას. თუმცა, მიუხედავად ასეთი დასკვნებისა, კანაფი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მაინც აკრძალულ ნივთიერებად არის გამოცხადებული.
კანაფის დადებითი თვისებები
ბოლო წლებში, სულ უფრო მეტს საუბრობენ კანაფის დადებით თვისებებზე და მისი თერაპიული გამოყენების გზებზე.
ამ მცენარის ექსტრაქტი წარმოადგენს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ საშუალებას. მრავალრიცხოვანი კვლევებით დამტკიცდა, რომ მისი ეფექტურობა, როგორც ანტიდეპრესანტის, ძალიან მაღალია, რადგან ის არეგულირებს დოფამინის გამომუშავებას. ასევე ეს მცენარე ხელს უწყობს მადის აღდგენას, განსაკუთრებით იმ პირებში, ვისაც ანორექსია აწუხებს. კანაფის ზეთი განსაკუთრებით მდიდარია ისეთი სასარგებლო კომპონენტებით, რომლებიც მნიშვნელოვანია გულისა და სისხლძარღვებისთვის. თანამედროვე მკვლევარები სულ უფრო ხშირად იკვლევენ კანაფის ძველ დროში გამოყენების პირობებს და რეგულარულად პოულობენ იმის სამეცნიერო მტკიცებულებებს, რომ ამ მცენარეს სამკურნალო თვისებები აქვს, რომლის შესახებაც ჩვენმა წინაპრებმა ბევრი რამ იცოდნენ.
სამკურნალო თვისებები
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კანაფი სასარგებლოა ბევრი დაავადების სამკურნალოდ. იმ დიდი სიიდან, რომელშიც ეს დაავადებები შედის, წარმოგიდგენთ მცირე ჩამონათვალს:
ნერვულ სისტემაზე გავლენა:
- ამცირებს სტრესის შემდგომ უკუჩვენებებს;
- ამცირებს ეპილეპტიკური შეტევების სიხშირეს;
- ათავისუფლებს დეპრესიისა და ნერვული შეტევებისგან;
- ხსნის შფოთვას, გაღიზიანებას, აღგზნებადობას;
- ათავისუფლებს უძილობისგან, აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ხანგრძლივობას;
- ადუნებს;
საჭმლის მომნელებელ სისტემაზე გავლენა:
- აუმჯობესებს მადას;
- კურნავს გაღიზიანებულ საყლაპავ მილს;
- ათავისუფლებს გულის რევის შეგრძნებისა და ღებინებისგან;
- ხსნის მუცლის ტკივილს და ჩხვლეტას;
- კურნავს ფაღარათს;
- სასარგებლოა კრონის დაავადებისას;
- კურნავს მსხვილი ნაწლავის კიბოს;
- კურნავს გულძმარვას და კუჭის რეფლუქსს.
ტკივილგამაყუჩებელი თვისება:
- მკვეთრად ამცირებს ტკივილს (განსაკუთრებით ქიმიოთერაპიის დროს);
- ქალებში ხსნის მენსტრუალურ ტკივლის;
- ხსნის ზურგის ტკივილს.
სისხლძარღვებზე გავლენა:
- კურნავს მრავალი სახის კარდიოდაავადებას;
- არეგულირებს არტერიულ წნევას;
- იცავს გულს;
- ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში;
- არეგულირებს შაქრისა და ტრიგლიცერიდების დონეს.
კანსა და თმაზე გავლენა:
- ატენიანებს მშრალ კანს;
- ხსნის კანის გაღიზიანებას და დაღლილობას;
- ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს და კანის დაბერების სხვა ნიშნებს;
- ხსნის ალერგიულ გამოვლინებებს;
- აღადგენს თმის ბზინვარებას და ახდენს მატონიზირებელ გავლენას თავის კანზე.
გარდა ამისა კანაფი სასარგებლოა:
- გაფანტული სკლეროზისას;
- ასთმისას;
- სხვადახვა აუტოიმუნური დაავადებებისას;
- გლაუკომისას;
- დასუსტებული იმუნიტეტისას.
სხვა მცენარეებთან შეთავსება
კანაფი რამოდენიმე სხვა მცენარესთან კომბინაციაში აძლიერებს ან ასუსტებს თავის თვისებებს. წარმოგიდგენთ სხვა მცენარეებთან მისი თავსებადობის რამოდენიმე მაგალითს:
კანაფი და...
…ასთვაგანდა – აუმჯობესებს ძილს, ადუნებს კუნთებს, ამაგრებს ორგანიზმს, ხსნის პოსტ-სტრესულ მდგომარეობას;
…მელისა (ლიმონის ბალზამი) და ალაო – ხელს უწყობს რელაქსაციას, ეს არის ანტისტრესული ნაზავი;
…პუერარია – ხელს უწყობს თამბაქოზე, ალკოჰოლსა და ძლიერ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას;
…ჟინსენგი – ამშვიდებს ნერვებს, ამცირებს ქოლესტერინს, სასარგებლოა დიაბეტის დროს, მატებს ენერგიას;
…წმინდა იოანეს ვორტი და როდიოლა – კურნავს დეპრესიას და იცავს გულს;
…კატაბალახა, კუნელი – ამცირებს გულის უკმარისობის ფონს, ხელს უწყობს ძილს;
…გოჯის კენკრა – აუმჯობესებს ძილს, ამაღლებს იმუნიტეტს, შეიცავს დიდი რაოდენობით С-ვიტამინს;
…ჯინჯერი – აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, კურნავს ანთების პროცესებს და ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას.
როგორ ავარიდოთ თავი ზედოზირებას
უძველეს დროში სამკურნალო საშუალებად და ასევე საკვებში იყენებდნენ კანაფის ზეთს - როგორც კანაფის ფორმას, რომელსაც ფსიქოტროპული ნივთიერებების დიდი რაოდენობა აქვს. მის რამოდენიმე წვეთს ამატებდნენ საკვებში. ამ პორდუქტის კიდევ ერთი უსაფრთხო გამოყენების მეთოდია მისი გახსნა სხვა მცენარეულ ზეთში. კანაფის ზეთის შენახვა რეკომენდირებულია მაცივარში.
რაც შეეხება მცენარეს, მისი სამკურნალოდ გამოყენება აუცილებელია მოხდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. თერაპიას, როგორც წესი, იწყებენ ძალიან მცირე დოზებით, რათა პაციენტი დაცული იყოს ზედოზირებისგან.
ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ არასოდეს არ უნდა გამოიყენოთ კანაფი, რომელიც შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, ზედიზედ 7 დღეზე მეტად. ყოველი მიღების შემდეგ, აუცილებელია, ორგანიზმს მისცეთ მინიმუმ ერთი კვირით დასვენების საშუალება. გამონაკლისი შემთხვევა შეიძლება იყოს ის, როცა ადამიანები იტანჯებიან ძლიერი ქრონიკული ტკივილებით (მაგალითად ონკოლოგიური დაავადებებისას).
კანაფით მკურნალობის დასრულებას თავისი წესები აქვს. მისი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ (სამკურნალო დანიშნულებითაც კი), შეიძლება დაზიანდეს ნერვული სისტემა, ამიტომ, საჭიროა ადამიანმა რეგულარულად მიიღოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ С-ვიტამინს, ასევე ისეთი მცენარეული მედიკამენტები, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ. როგორც წესი, ორგანიზმის გაწმენდისთვის საჭიროა ორი კვირა.
ზედოზირება
კანაფის ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:
- დროისა და სივრცის შეგრძნების დაკარგვა;
- ზემდეტი აღგზნებადობა;
- გახშირებული გულისცემა;
- შიშის გრძნობა;
- ჰალუცინაცია;
- მეხსიერების დაკარგვა და კონცენტრაციის დარღვევა;
- რეფლექსების დარღვევა;
- შეგრძნებების დარღვევა;
- ოფლიანობა;
- იმუნიტეტის დაქვეითება.
ამ გვერდითი მოვლენების უმრავლესობას ხანმოკლე ეფექტი აქვს, მაგრამ კანაფის რეგულარულად ჭარბი დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენები რთულდება და ორგანიზმზე დამანგრეველ გავლენას ახდენს.
რაც შეეხება კანაფის ზეთს, თუ მკვლევარებს დავუჯერებთ, მისი გამოყენება რეგულარულად არის შესაძლებელი და ეს არანაირ რისკს არ წარმოადგენს ორგანიზმისთვის.
როგორ გავთავისუფლდეთ კანაფზე დამოკიდებულებისგან
კანაფზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად ეფექტური მცენარე არის კუძუ, იგივე პუერარია, რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ჯინსენგი და ასთვაგანდაც ხელს უწყობს სიმშვიდის შენარჩუნებას მავნე ჩვევისგან გათავისუფლების დროს. ამასთან, ეს მცენარეები ამაგრებენ ორგანიზმს და აღადგენენ სასიცოცხლო ძალებს. თავდაჯერებულობისა და კონცენტრაციის აღდგენისთვის, რომლებიც ხშირად ირღვევა კანაფის მოწევისას, სასარგებლოა როდიოლა და გუარანა. ორგანიზმის დეტოკსაციისთვის კარგია სპირულინა, ხოლო გოჯის კენკრა და ქაცვი ორგანზმში შეავსებენ С ვიტამინის მარაგს, რომელიც აამაღლებს მავნე ჩვევით დასუსტებულ იმუნიტეტს.
ეს რჩევები გამოდგება იმ ადამიანებისთვისაც, ვინც კანაფის მიღებას ეწევა დაავადებების დროს მძიმე ტკივილების გასაყუჩებლად.
კანაფის ზეთის დადებითი თვისებები
კანაფის ზეთი არის მწვანე ფერის სითხე, რომელიც მდიდარია მრვალი სახეობის ორგანული ნაერთით.
ეს პროდუქტი ეფექტურია:
- შფოთვისა და შიშის ქონის დროს;
- უძილობისას;
- უმადობისას;
- კიბოს პროფილაქტიკისთვის;
- ტკივილგამაყუჩებლად;
- გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად;
- გლაუკომას დროს;
- თავის ტკივილისა და შაკიკისგან გასათავისუფლებლად.
კანაფის ზეთი სასარგებლოა კანისთვის. გარეგანი მოხმარებისას ის ხელს უწყობს კანის სტრუქტურის აღდგენას, აუმჯობესებს მის ფერს, ასწორებს ნაოჭებს და ებრძვის კანის დაბერების სხვა ნიშნებს. სამკურნალო პრეპარატის სახით სასარგებლოა ფსორიაზისა და ეგზემას დროს.
კანაფი საკვების სახით
ჰაშიშისგან თავისუფალი კანაფის სახეობები აქტიურად გამოიყენებოდა ძველ დროში ფაფის მოსამზადებლად. მას ბავშვებსაც კი აძლევდნენ, რადგან ის აუმჯობესებს მადას, არეგულირებს ორგანიზმში გლუკოზის დონეს, ააქტიურებს ტვინის ფუნქციას და ამცირებს მრავალი დაავადების გაჩენის შანსს.
კანაფის ფაფის მოსამზადებლად საჭიროა თესლებს დაასხათ ცივი წყალი და რამოდენიმე საათით დატოვოთ. შემდეგ გადაწუროთ, გადარეცხოთ და დაასხათ წყალი დოზით - 1-2-ზე. ფაფა უნდა მოიხარშოს ძალიან ნელ ცეცხლზე თავდახურულ ჭურჭელში და პერიოდულად უნდა ურიოთ.
ძველ რუსეთში ამზადებდნენ კანაფის რძესაც, რომელიც მიიღებოდა მცენარის მოხალული თესლებისგან. მას ნაყავდნენ ქვასანაყში და ასხამდნენ წყალს. მიღებულ სითხეს აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებების დროს. ის ასევე მუდმივად იყო სუფრაზე, როგორც სასმელი, განსაკუთრებით მარხვის დროს.
საინტერესო ფაქტები
კანაფი ძირითადი ნედლეულია დაახლოებით 6 000 პროდუქტის დასამზადებლად, მათ შორის ტანსაცმლის, ქაღალდის, სპირტის, ბენზინის, ხებოჭკოვანი ფილების და ა.შ.
- არსებობს კანაფის ჯიში, ჰაშიშით და მის გარეშე.
- გამოკვეთილი ნარკოტიკული თვისებებით ხასიათდება მხოლოდ Cannabis Indica.
- ქსოვილი, რომლის დამზადებისას გამოიყენება კანაფი, უფრო გამძლეა.
- პირველი ქაღალდი დამზადდა ჩინეთში, სწორედ კანაფის გამოყენებით.
- კანაფისგან შეიძლება დამზადდეს ეკოლოგიურად სუფთა საწვავი.
- კანაფი აგრარულ კულტურებს იცავს ფიტოფტოროზისგან, კოლორადოს ხოჭოსგან, ტარაკნებისა და სხვა მწერებისგან.
კანაფი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მცენარე ფიტოთერაპიაში, მაგრა
მ ცუდი რეპუტაციის გამო მისი გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანაფი აკრძალულია მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, როგორც მავნე ფსიქოტროპული საშუალება, არადა კაცობრიობის ისტორიაში მისი გამოყენების ძალიან მრავალწლიანი და დადებითი გამოცდილებაა დაგროვილი. თუცმა, აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ თანამედროვე ადამიანი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს კანაფის დადებით თვისებებს იმის გათვალისწინებით, რომ საშიში ნარკოტიკული ჯიშის გარდა, არსებობს ჰაშიშსგან თავისუფალი სახეობებიც.