ინდოელი სტუდენტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტთან შეიკრიბნენ

ინდოელი სტუდენტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტთან შეიკრიბნენ

2212 ნახვა
საქართველოში მცხოვრები ინდოელი სტუდენტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ, სოლიდარობის მიზნით, თეთრი ხალათები ჩაიცვეს, პლაკატები მიიტანეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Netgazeti.ge ავრცელებს.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას სხვადასხვა სამედიცინო ცენტრიც შეუერთდა.

9 და 11 ნოემბერს ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე დეფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. სოფელ კოდისწყაროსმკვიდრები, რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი და გრემისხევის მკვიდრი დავითმიშელაშვილი ე.წ. სასამართლომ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მან დეფაქტო საზღვარი შეგნებულად გადაკვეთა.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.