1. „წაიკითხე წიგნები უკეთესად იქნები“
სიტყვათა მარაგის გამდიდრებისათვის, აზრისა და სათქმელის გამართულად ჩამოყალიბებისათვის, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისათვის და ზოგადად აზროვნებისათვის წიგნების კითხვა რომ აუცილებელია ეს ალბათ ჩემზე უკეთ იცი. მე უბრალოდ შეგახსენებ.
2. „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ“
ისწავლე რაც შეიძლება მეტი უცხო ენა. ეს დაგეხმარება საკუთარი თავის რწმენაში, იკონტაქტებ უამრავ „ჭრელ“ ადამიანთან, არასოდეს შეგექმნება დასაქმების პრობლემა... თან დღევანდელ ციფრულ სამყაროში უცხო ენების შესწავლა უმარტივესია, მთავარი მონდომებაა. მოკლე, აუცილებლად იფიქრე ამაზე!
3. „შენ ხარ ის, რასაც ჭამ“
შენი ორგანიზმის აქტივობა პირველ რიგში დამოკიდებულია ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობაზე, რასაც მთელი დღის განმავლობაში იღებ. აი ესეც რჩევები:
არ დალიო ჭამისას. დიახ, ჩაი და კარაქიანი პური არც ისე კარგი კომბინაციაა
ჭამე დღეში 5-7 ჯერ. ანუ, ცოტ-ცოტა და მალ-მალე
მთელი დღის განმავლობაში 1/5ლ. წყალი დალიე
19:00 საათის მერე ნუ შეჭამ
4. "გაინძერი - Run Forrest Run!"
ნუ დაივიწყე, წოლა-ჯდიმის გარდა ჩვენს სხეულს მოძრაობაც შეუძლია. გამოიყენე ეს ფუნქცია მაქსიმალურად და ნახავ, როგორ გაჯანსაღდები. აი, რამდენიმე მარტივი რჩევაც:
5. "რა დროს დეპრესიაა?"
სამწუხაროდ დღესდღეობით დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, თუმცა მას სერიოზულად მაინც ძალიან ცოტა ადამიანი თუ აღიქვამს. რეალურად დეპრესია არ არის სახუმარო თემა, ის ტანჯავს არა მხოლოდ მას, ვისაც ემართება, არამედ ყველა გარშემომყოფსაც. მინდა მოგცე მარტივი რჩევები, რაც ასე თუ ისე თავიდან აგარიდებს დეპრესიას:
6. "ძილი? ეგ რა არის?"
თუ კი ერთხელ მაინც გიხუმრია ასე, შეწყვიტე! უძილობა სულაც არაა სატრაბახო, მას შეუძლია შენ და შენს ორგანიზმს ძალიან დიდი ზიანი მოუტანოს. დაიმახსოვრე, 24 საათის განმავლობაში 8 საათი მაინც უნდა გეძინოს!
7. "მიატოვე მავნე ჩვევები"
როგორც, ეგონა და ნატრული იტყოდნენ მიატოვე:
როგორ მიატოვო ეს ყველაფერი? ჩაანაცვლე ისინი ახალი სასარგებლო ჩვევებით!
8. "აკეთე ის, რაც გიყვარს და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ"
არ შეგეშინდეს ცვლილებების. დამიჯერე, ვერასდროს იქნები ბედნიერი თუ კი გააგრძელებ იმის კეთებას, რაც არ მოგწონს და გაღიზიანებს. აკეთე ის, რასაც მთელი გულით შეიყვარებ!