„ყველა ქმედება მიმართული იქნება ეფექტური მართვისკენ. ჩვენი სამიზნეა პაციენტი და მისთვის დროული და ხარისხიანი სერვისის მიწოდება. ამავე დროს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟის წევრების, როგორც ფინანსური, ისე სამუშაო პირობები იყოს ღირსეული და მათ მიერ გაწეული პროფესიული საქმიანობის შესაბამისი. ასევე, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ცვლილებების ფონზე, თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება.“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.სასწრაფო დახმარების ცენტრების გაერთიანების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. დღეიდან კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აქტიური შეხვედრები და კონსულტაციები ყველა შესაბამის რგოლთან დაიწყება.