#რეანომობილირაჭას - 16 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია

#რეანომობილირაჭას - 16 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია

2104 ნახვა
არც ზემო და არც ქვემო რაჭას, ონს, ამბროლაურს, ცაგერსაც კი არ ჰყავს რეანომობილი და ამის გამო 16 წლის ბიჭი კრიტიკულ მდგომარეობაშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ალია” ავრცელებს.

16 წლის ლუკა აპარატზე უგონოდაა მიერთებული. გული მუშაობს, ტვინი შეშუპებული და უსიცოცხლოა.
ეს ყველაფერი კი დაზიანებული რეანომობილის ბრალია, რომელიც შაორზე გაფუჭდა.

გთავაზობთ ისრაელში მცხოვრები - ანა შიმშილაშვილის წერილს:

"რ ე ა ნ ო მ ო ბ ი ლ ი რ ა ჭ ა ს!
16 წლის ახალგაზრდა კრიტიკულ მდგომარეობაშია!
სანამ ლენტეხიდან მწყობრიდან გამოსული რეანომობილი ჩამოვიდა, რომელიც თბილისისკენ მიმავალი მწყობრიდან გამოვიდა, 4 საათი 16 წლის ბიჭი ჟანგბადის გარეშე იყო, ასეთ მდგომარეობაში მიიყვანეს ტყიბულის საავადმყოფოში!
4 საათი ჟანგბადის გარეშე ყოფნა , ვისაც ცოტა მაინც გესმით მედიცინაში, ხვდებით რაცაა!
მივმართავ შესაბამის ორგანოებს, ვისაც ხმა ოდნავ მიუწვდებათ, იმ დიდ ქველმოქმედებს, რომლებიც აქციებს აფინანსებენ, ყველა რაჭველს და ყველა ქართველს, გავაკეთოთ რამე!
ეს უკვე მერამდენე შემთხვევა!
სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები, ან ძველგაზრდები?
სად გვყავს დასაკარგი ქართველები?
ონში ზოგადად აღარცაა საავადმყოფო, მაშინ როცა ონში საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა არ გეშინოდა და ამისთვის თბილისში არ გარბოდი, რომელი ერთი ჩემი დროის ექიმი დაგისახელოთ?
ყოველ პატარა წვრილმანზე ამბროლაურში დარბიან.
მახსოვს ერთი წლის წინ რაც მოხდა მშობიარე ქალზე!
მახსოვს ჩემი ბავშვობის მეგობარი, ნოდარ ბურდილაძე დაჭრილი და მუცელგამოფატრული , საკუთარი ძალებით ჩავიდა თბილისამდე, რამდენი სისხლი დაკარგა და რა დროო დაჭირდა და რა სახსრები მის ამქვეყნად მობრუნებას!
ტურიზმი ავაყვავოთ რაჭაშიო!
როგორ გვინდა ავიღოთ პასუხისმგებლობა თითოეულ ტურისტზე და მის ჯანმრთელობაზე, შოვში თუ ბავშვს ექიმი დასჭირდა და ამბროლაურამდე უნდა არბენინოთ?
მახსოვს ონის სინაგოგის 120 წლისთავზე ჩამოსულ ონელ ებრაელს ინსულტი დაემართა, რაც მოყვა ამ ამბავს ესეც ვიცით..
მოკლედ, ვისაც ესმის და რაჭულად რომ გითხრათ ეყურება, გამოგვხედეთ, ბეჩა!”

როგორც ის აღნიშნავს, ამ პრობლემასთან საბრძოლველად იწყება ახალი კამპანია -
#რეანომობილირაჭას #არგაჩუმდე

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.