ალბათ ყველას გახსოვთ მსოფლიოში ყველაზე ექსცენტრიკული ექიმი - ჰაუსი. მოდი ერთად გავიხსენოთ რამდენიმე საუკეთესო ფრაზა სერიალიდან:
- გამარჯობა! მე ექიმი ჰაუსი ვარ... და დიდი ხანია, ფსიქოპათი- მაიგნორებთ? თუ ჩუმად ტკბებით ჩემი მომხიბვლელობით?- ყოველთვის ასეთი სულელი ხართ, თუ დღეს განსაკუთრებული შემთხვევაა?- მე მართალი ვარ, თუ... მე მართალი ვარ?- თქვენ ცოტა სრული ხართ. „ცოტა სრულში“ მე ვიგულისხმე, რომ ჭამით გასკდით, ლამის სიკვდილამდე...- პაციენტი მოკვდა? თუ უნდა ვიმუშაო?
- ნუთუ ეს მგლურაა? ოცნებები ხდება!- ვიზიარებ. დიდი ხანი იცოცხლებს და ყელში ამოგიყვანთ თავის თავს.- უნდა გავიქცე... ბევრი ავადმყოფი მყავს. თუ ცოტა ავჩქარდები.. შეიძლება მოვახერხო მათგან გაქცევა.- თქვენი ტვინი დაზიანებულია... მარადიული ბედნიერებისთვის ხართ განწირული.- ფიცი ხომ დადე, რომ მაგარი იქნებოდი? შენი არ ვიცი და მე დავდე, როცა სხვა ყველა ჰიპოკრატეს ფიცს დებდა.
- შენ ორი ვარიანტი გაქვს – მეკამათო და მაინც გააკეთო ის, რაც გითხარი, ან უბრალოდ გააკეთო ის რაც გითხარი.- ნუ იქნები ძუნწი – მიეცი ადამიანს მეორე შანსი. ნუ იქნები იდიოტი – არავითარ შემთხვევაში არ მისცე მესამე!- ბევრი ცხოვრობს სექსის გარეშე, თუმცა მხოლოდ დაავადებულებს, მკვდრებსა და მატყუარებს არ სურთ ის.- უნდა შევამოწმოთ პარაზიტებზე, ვირუსებზე, ბაქტერიებზე, რადიაციაზე, ტოქსინებზე, ქიმიკატებზე, პორნოსაიტის ვირუსებზე… მე ინტერნეტით დავკავდები, დანარჩენს თქვენ მიხედეთ!
- თუ ოდესმე ვიტყვი, რომ ბავშვები მინდა, მაშინვე ღვიძლში ჩამარტყი!- მე პაციენტებს არ ვეკითხები რატომ ტყუიან. მე უბრალოდ ვხვდები, რომ ისინი იტყუებიან.- პაციენტები ყოველთვის გვთხოვენ მტკიცებულებს. თუმცა ჩვენ აქ მანქანებს არ ვაკეთებთ და ამიტომ გარანტიების მიცემაც არ შეგვიძლია.- მე ვრისკავ და ზოგჯერ პაციენტები იღუპებიან. მაგრამ უფრო მეტი პაციენტი დაიღუპება, თუ მე არ გავრისკავ.- არასდროს ენდოთ ექიმებს!