გაიღე სისხლი! გაიღე ახლა! გაიღე ხშირად

გაიღე სისხლი! გაიღე ახლა! გაიღე ხშირად

1751 ნახვა
ეს ანდრია ქართველიშვილია, სისიხლის უანგარო დონორი. 

სისხლი, პირველად, მეგობრის შვილისთვის გაიღო.  შემდეგ, რამდენჯერმე შესთავაზეს, კვლავ გაეღო სისხლი და მასაც უარი არ უთქვამს. ასე გახდა უანგარო დონორი.

„თავიდან, რა თქმა უნდა, როგორც ყველას, ნაწილობრივ შიში და ნაწილობრივ, დისკომფორტი მქონდა დონაციის მიმართ. ეს იყო ფიქრი, უბრალოდ  იმაზე, რომ ჩემი ნაწილი უნდა გამეღო. (ვიცი, ეგოისტურად ჟღერს... :) ). შემდეგ დავფიქრდი, რომ ასე შემეძლო ადამიანებს დავხმარებოდი და მათი სიცოცხლე გადამერჩინა. არ აქვს მნიშვნელობა ვის ეხმარები, მნიშვნელოვანია ის, რომ შენი ქმედებით, რაღაც პატარა დახმარებას გაუწევ ადამიანებს” - ანდრია.

ანდრია, 2014 წლიდან, რეგულარულად აბარებს სისხლს. მან, უკვე, 18-ჯერ გაიღო სისხლი უანგაროდ. აპირებს, მანამ გააგრძელოს სიკეთის უანგაროდ კეთება, ვიდრე, ამაში ხელს ჯანმრთელობა შეუწყობს.

„მოვუწოდებ სხვებს, რომ არც კი დაფიქრდნენ და დაუდგნენ გვერდში მათ, ვისაც ეს ასე სჭირდებათ. არავინ იცის, ვის როდის დასჭირდება სხვისი დახმარება. ეს მინიმალურია, რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვისი სიცოცხლისთვისაც, 1 წვეთი სისხლი, შესაძლოა გადამწყვეტი იყოს!”

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.