პირველი ერთობლივი აქტივობა დევიდ გარეტის კონცერტზე განხორციელდება. იქ მისულ სტუმრებს, კონცეტრის დაწყებამდე საშუალება ექნებათ ჩაიტარონ სკრინინგი C ჰეპატიტზე. C ჰეპატიტის პროგრამა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტს, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. პროგრამის მიზანია “C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში” და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. ახალი შემთხვევების გამოსავლენად მუდმივად მიმდინარეობს სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეის მდგომარეობით სულ დასკრინინგებულია 1,700,000 მოქალაქე. მკურნალობის კურსი 60 000-მდე ადამიანმა დაასრულა, განკურნების მაჩვენებელი კი 98,2%-ია. ექიმების სანახავად გადადით ბმულზე: 5000+ ექიმი კლინიკების სანახავად გადადით ბულზე: 1000+ კლინიკა