ეს სიტყვები ცნობილ ფსიქოლოგ ჟან-ჟანგეს ეკუთვნის. ზემოთ მოყვანილი ციტატა მოკლე, მაგრამ სერიოზული განაცხადია, რომელზეც ბევრი ჩვენგანი ალბათ დაფიქრებულა კიდეც, მაგრამ ხმამაღლა საუბარს რატომღაც ყველა ერიდება. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც თითქმის ყველაფერი გვაქვს - საკმარისია „ხელი დავაჭიროთ ღილაკს“... თუმცა, ფაქტია, რომ ე.წ. „ჰაიტექ“-ის ეპოქაში ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ჩვენ წინაპრებთან შედარებით, ჩვენი ცხოვრების პირობები გაცილებით უკეთსია. მაგალითად სიცხისგან თავის დასაცავად კონდიციონერი გვაქვს, ვიყენებთ მიტანის სერვისს, სარეცხის მანქანა გვაქვს და ა.შ. ადამიანს დღეს ნამდვილად არ სჭირდება ისეთი ფიზიკური შრომის გაწევა, როგორც ეს მანამდე უწევდა და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ნაკლები დრო და მეტი სტრესი გვაქვს. კარგად თუ დავუფიქრდებით და დავაკვირდებით - ჩვენ შევქმენით სამყარო, სადაც მენტალურად და ფიზიკურად ვიტანჯებით. ტექნოლოგიების წყალობით ჩვენი ცხოვრება გამარტივდა, თუმცა მთელ რიგ საკითხებში ეს უკეთესობის კუთხით ნამდვილად არ მომხდარა. ადამიანებს სჭირდებათ სუფთა ჰაერი, მზის სინათლე, ნატურალური საკვები და ფიზიკური ვარჯიში, სოციალური კავშირი იმისათვის, რომ იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით. თანამედროვე ცხოვრება ვერ უზრუნველყოფს ამ ყველაფერს მთლიანობაში, რაც საბოლოოდ იწვევს კიდეც ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისს.
«თანამედროვე ცხოვრება ძალიან მავნებელია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის»