ავადმყოფი — არ ნიშნავს სუსტს: საავადმყოფოში მყოფი ბავშვები თავიანთ სიმამაცეს აჩვენებენ

ავადმყოფი — არ ნიშნავს სუსტს: საავადმყოფოში მყოფი ბავშვები თავიანთ სიმამაცეს აჩვენებენ

4018 ნახვა
საავადმყოფოს თეთრ ზეწარში გახვეული შვიდი წლის ჰარტლი ბერნიე თამამად დააბიჯებს ბავშვთა საავადმყოფოს დერეფანში. მშობლები, ახლობლები და მედ-პერსონალი შეძახილებით ამხნევებენ და გაშლილი ხელის გულით აჩვენებენ, რომ ხუთიანს უწერენ, თითქოს პირველი კლასის სპორტსმენი და სუპერვარსკვლავია. ყველაფერი ეს ხდება გადასაღებ მოედანზე სადაც იღებდნენ ბავშვთა საავადმყოფოების მხარდამჭერი საქველმოქმედო ფონდ „SickKids Foundation“-ის სარეკლამო რგოლს.

სარეკლამო კამპანია ცოტა ხნის წინ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე ჩაშვებულია სამი ვიდეო-რგოლი და რამოდენიმე ათეული ბანერი, რომლებსაც მთელი ტორონტოს მასშტაბით გააკრავენ. აღნიშნული საავადმყოფო ებრძვის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა, კისტოზური ფიბროზი, კიბო და გულის მანკი. ფაქტია, რომ პაციენტი ბავშვები ძალიან ძლიერები და თამამები არიან.

სოციალური რეკლამა ძალიან ემოციური გამოვიდა. SickKids-ის საავადმყოფოში კიბოთი დაავადებული ბავშვების 80% სიცოცხლეს ინარჩუნებს, გულზე ჩატარებული ოპერაციებიდან დაახლოებით 98,5% წარმატებით სრულდება, ღვიძლის უკმარისობით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 2000 წლის მაჩვენებლიდან, რომელიც შეადგენდა 22%, უკვე შემცირებულია 1%-მდე. აღნიშნულ ციფრები მართლაც შთამბეჭავია, ისევე, როგორც ავადმყოფი ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან სიცოცხლის შენარჩუნებისათვის.

ჰარტლი ბერნიე, სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთი გმირი.

ჰარტლის ჰირშპრუნგის დაავადება, იგივე მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი აგანგლიოზი აწუხებს.

ექვსი წლის პეიტონ კალდერმა, რომელსაც მიმდინარე წლის მაისში გული გადაუნერგეს, გადაღებაზე გამბედაობის სიმბლოდ აღიარებული მძივები მიიტანა. მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო კამპანიის საბოლოო ვერსიაში მძივები არ შევიდა, გადაღებული ფოტო რომელზეც კარგად არის ასახული გოგონას ნათელი სახე დარჩა სამახსოვროდ.

ოთხი წლის ჯეიდონ პერენტი, რომელიც 2014 წელს იშვილეს ვიეტნამიდან დაავადებულია თანდაყოლილი გულის მანკით. მან მთელი გადამღები ჯგუფი გულიანად აცინა, როცა მაქსიმალურად სერიოზული სახე მიიღო, დახეული ჯინსები ჩაიცვა, სათვალე გაიკეთა, კეპი დაიხურა და ფოტოს გადასაღებად ისე დადგა. მაგარი ბიჭია!

რვა წლის გრეის ტერნბული 2010 წელს იშვილეს ჩინეთიდან მსხვრევადი ძვლის სინდრომის დიაგნოზით. დაავადების გამო გოგონას ჩონჩხი ძალიან მყიფეა. დედის განცხადებით, ნებისმიერი მოტეხილობა მარტივად ხდება, თუმცა გოგონა ამის გამო არც კი ტირის, ის ნამდვილი გმირია.

ექვსი წლის მალაკი კერ-უენტი მთელი ძალღონით ცდილობდა გადაღებებზე განესახიერებინა ვეფხვი. «მე მინდა ნამდვილი რაინდი გავხდე», — განაცხადა მან გადაღებების დასრულების შემდეგ.

შვიდი წლის მარლოუ პლოფმანმა ბეტმენის ფორმა მოირგო. 200 კმ-ის მანძილიდან ის ტორონტოში სამკურნალოდ მშობლებთან ერთად ჩადის.

15-წლის მარკუს აუგუსტოს კარცინომა აწუხებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, თამაშობს ჰოკეის და ოცნებობს, რომ პარაოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა მიღოს სლეჯ-ჰოკეის სახეობაში. მას ოლიმპიადაზე გამოსვლის სურვილი გაუჩინა წინა ოლიმპიადაზე მოასპარეზე კანადური გუნდის გამოსვლა, რომლის ნახვის შემდეგ ბიჭს სერიოზული სურვილები და გეგმები ამოძრავებს სპორტული კარიერის წამოწყებასთან დაკავშირებით.

დოქტორი რულან პარეკხი, ნეფროლოგი და საავადმყოფოს მკლევართა გუნდის წევრი, გაოგნებული დარჩა იმით, თუ რამდენი გმირი ბავშვი აღმოჩნდა მათ საავადმყოფოში გადაღებული სარეკლამო კამპანიის დროს. თავად ექიმს აქვს ინდური და ჩრდილო-აზიური ფესვები. «მე მინდა, რომ ტორონტოს მაცხოვრებლები ხედავდნენ საკუთარ ანარეკლს», — განაცხადა მან.

ესეც ერთ-ერთ ვიდეორგოლი:

 

პედიატრების სანახავად გადადით ბმულზე : პედიატრი 

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.