"მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებს ესმოდეთ, რომ მკურნალობა არ მიმდინარეობს მხოლოდ საავადმყოფოში და ეს იზოლაცია არ არის ყველაზე ეფექტური მეთოდი მკურნალობის პერიოდში. პირიქით, უმჯობესია თუკი პაციენტი იქნება ნაცნობ გარემოში, მის ოჯახის წევრებთან ერთად“ - განაცხადა კილაძემ.მისივე თქმით, საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სკოლებში, აქტიური კამპანიის ჩატარებაა საჭირო, რათა მოზარდები უფრო მეტად ტოლერანტულები გახდნენ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ.