აღმოჩნდა, რომ პრეზერვატივებს არასწორად იყენებენ
ისწავლეთ მისი სწორად გამოწყენება!
XXI საუკუნეშიც კი, ადამიანების უმრავლესობა არასწორად იყენებს პრეზერვატივს, მაგალითად, ირგებს არასწორი მხრიდან ან არ მოიხმარს სქესობრივი აქტის დასრულებამდე. ეს ახასიათებთ როგორც განვითარებადი, ისე დაბალი განვითარების მქონე ქვეყნებში.
ინდიანას უნივერსიტეტის კინსის ინსტიტუტთან არსებული პრეზერვატივების გამოყენების კვლევის საერთაშორისო ჯგუფი (Condom Use Research Team, CURT), რომელიც შედგება სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი მეცნიერისგან, მივიდა დასკვნამდე, რომ პრეზერვატივების არასწორი გამოყენება გავრცელებულია მთელს მსოფლიოში და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ათი წლის მანძილზე სპეციალისტებმა უამრავი კვლევა ჩაატარეს ამ თემის გარშემო. CURT-ის წევრების აზრით, მოსახლეობის დატრენინგება პრეზერვატივების სწორად გამოყენებაში კრიტიკულ როლს შეასრულებს აივ-ინფექციის გავრცელების ფროფილაქტიკასა და დაუგეგმავი ორსულობის რიცხვის შემცირებაში.
მეცნიერების აზრით, პრეზერვატივების როლის სწორად გადმოცემა იმ ინფექციური დაავადებების პროფილაკტიკისთვის, რომლებიც სქესობრივი გზით გადაეცემა, შესაძლებელია მხოლოდ განათლებით, ინფორმირებულობით და კონსულტაციების გაწევით როგორც სამედიცინო დაწესებულებებში ისე სკოლი მაღალ კლასებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში.
ადამიანები ძალიან მარტივად და ხშირ შემთხვევაში უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან საკუთარ სიცოცხლესაც კი. სწორედ ამიტომ, საჭირო ჯანმრთელობის დაცვის თემა წამოიწიოს წინ და მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ პროფესიონალმა მედიკოსებმა, რომლებიც შეძლებენ ნათლად დაანახონ ადამიანებს ის სავალალო შედეგები, რაც შიძლება მსგავსი საკითხებისადმი არასერიოზულმა დამოკიდებულებამ გამოიწვიოს.
დატოვეთ კომენტარი