91 წლის ქალბატონი, რომელმაც კიბოს მკურნალობას მოგზაურობა არჩია

91 წლის ქალბატონი, რომელმაც კიბოს მკურნალობას მოგზაურობა არჩია

1909 ნახვა
91 წლის ამერიკელი ნორმა ჯინ ბაუერშმიდტი წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, რომ მოგზაურობა საუკეთესო წამალია არამარტო მოწყენილობისთვის, არამედ ყველა სხვა დაავადებისთვისაც. 2015 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ნორმას მეუღლე რამოდენიმე დღის გარდაცვლილი იყო ონკოლოგიური დაავადებით, მასაც დაუსვეს კიბოს დიაგნოზი. ექიმებმა ქიმიოთერაპია, ოპერაცია და ჰოსპისი შესთავაზეს.


თუმცა თამამმა ქალბატონმა სხვა გზა აირჩია - მან გადაწყვიტა მანქანით მოევლო მთელი ქვეყანა თავის შვილსა და რძალთან ერთად. ეს გახდა სათავგადასავლო ისტორია მის ცხოვრებაში. სამწუხაროდ ნორმა ბაუერშმიდტისთვის ბოლო მოგზაურობა შედგა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს. ის გარდაიცვალა.
 

ესეც ამ თამამი გოგოს ფოტოები:


 

2015 წლის აგვისტოში ნორმა შვილთან და რძალთან ერთად გაემგზავრა ქვეყნის დასავლეთით და დატოვა თავისი სახლი, სადაც ცხოვრების 67 წელი ჰქონდა გატარებული.

91 წლის მოგზაური ქალბატონის ვაჟი თიმი და მისი მეუღლე რამი გულდასმით ახდენდნენ ნორმას მიერ გატარებული ყოველი დღის ფოტოებზე აღბეჭდვას, რომლებსაც აზიარებდნენ სოციალურ ქსელ Facebook-ში, სადაც ძალიან მალე მათ გადაადგილებას თვალყურს ადევნებდა უკვე 400 ათასზე მეტი მნახველი.

ოჯახი მიხვდა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩაფიქრებული მოგზაურობა გახდა მათთვის თავგადასავალიც, მიზანიც და ცხოვრების აზრიც.

ერთი წლის გასვლის შემდეგ თიმმა და რამიმ განაცხადეს, რომ მათ გაიარეს თითქმის 21 ათასი კილომეტრი ერთად, ღამე გაათენეს 75 სხვადასხვა ადგილას 32 შტატის მასშტაბით. მოინახულეს 20-ზე მეტი ეროვნული პარკი, ძეგლი და დასასვენებელი ადგილი.

ყოველ ჯერზე, როცა ნორმა რაიმეს პირველად აკეთებდა ცხოვრებაში, ეს მასში იწვევდა გულახდილ სიხარულსა და ღიმილს.

ნორმა ჯინ ბაუერშმიდტი გარდაიცვალა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, მშობილურ სახლში, რომლითაც ბოლო ერთი წელი ოჯახთან ერთად მოგზაურობდა.

ანდერძის მიხედვით მისი სხეულის კრემაცია მოხდა და მეუღლის გვერდით ჩაფლეს.

ამ ქალბატონის მიერ გამოჩენილი სითამამე და ავანტიურისტული ხასიათი კიდევ დიდხანს ემახსოვრება იმ ადამიანებს, ვისაც ნორმას მოგზაურობის ამსახველი კადრები აქვს ნანახი.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.