8 უჩვეულო რეაქცია სტრესზე: როგორ მივხვდეთ, რომ დასვენების დროა
32827
ნახვა
ზოგჯერ ნერვული დაძაბულობა პიკს აღწევს და ადამიანების უმეტესობა ვერ უმკლავდება მას. შესაბამისად, ქრონიკული გადაღლილობა და სტრესი იზრდება. ამასთან, ყველა ადამიანში სხვადასხვა ფორმით ვლინდება სტრესზე რეაქციები. ზოგჯერ ისინი უჩვეულო სახისაა.1. მოულოდნელი თავის ტკივილიშესაძლებელია თქვენ დაგეწყოთ თავის ტკივილი და ამის მიზეზს ვერ მიხვდეთ, რა გამღიზიანებელი მოქმედებს, რაც იწვევს გაუსაძლის თავის ტკივილებს. ხშირად კი ის სტრესთანაა დაკავშირებული.ამისთვის აუცილებელია 8-9 საათიანი ძილი და ჯანსაღი კვება.2. ყბის მიდამოში ტკივილიამის მიზეზად სახელდება ის, რომ ძილის დროს ყბების მოჭერა დასაშვებზე მეტია. შესაბამისად, დღის განმავლობაში გაწუხებთ ყბების არეში აუხსნელი ტკივილი. ამისთვის მეცნიერებმა გამოიგონეს ე.წ. Mouth Guard, რომელსაც ძილის წინ დაიმაგრებთ ორივე ყბაზე და ეს დაგიცავთ ყბების ზედმეტი მოჭერისგან. თუმცა უმჯობესია, სტრესისთვის თავის არიდება.3. გაწუხებთ ცუდი სიზმრებითუ უმეტესად ცუდი სიზმრები გაწუხებთ და ძილის საშუალებას არ გაძლევთ, ხომ არ არის ეს ნიშანი იმისა, რომ თქვენ ძალიან გადაიღალეთ და სტრესის მაჩვენებელიც მაღალია. იქნებ, დაფიქრდეთ და შეცვალოთ ცხოვრების წესი ან მეტად დაისვენოთ. გაზარდეთ ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათამდე.4. ღრძილებიდან სისხლდენაბრაზილიელმა მეცნიერებმა 14 შედეგი აჩვენეს, რომლებიც ცხადყოფენ იმ ფაქტს, რომ ადამიანები, ვინც მუდამ სტრესშია, უფრო ხშირად აწუხებთ ღრძილებიდან სისხლდენა. სტრესის ჰორმონის კორტიზოლის რყევები უარყოფითად აისახება იმუნურ სისტემაზე, რომელიც ჩვენს სხეულს იცავს ბაქტერიებისა და პარაზიტებისგან. თუ დიდი დატვირთვით მუშაობთ, იკვებებით სწრაფად, სამსახურიდან მოწყვეტის გარეშე, გადარბენებზე. თან იქონიეთ კბილის ჯაგრისი. თუმცა უმჯობესია მეტი სპორტი და ფიზიკური დატვირთვა.5. გამონაყარისტრესი უკავშირდება ანთებით პროცესსაც, რომელიც ვლინდება გამონაყარის სახით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესაძლებელია მოზარდი არც იყოთ. ასეთ შემთხვევაში ეცადეთ მეტად მიიღოთ წყლის აბაზანები და გამოიყენეთ დამარბილებელი კრემი.6. გამუდმებული ქავილი2000 ადამიანზე ჩატარებული კვლევებით იაპონელმა მეცნიერები დაადგინეს, რომ ქრონიკული ქავილი აღენიშნებათ იმ ადამიანებს, ვინც მუდამ ნერვიულობს, სტრესშია და მშვიდი ცხოვრების წესი არ გააჩნია. არსებობს ნეიროდერმიტი, რომელიც აერთიანებს კანის დაავადებებს, როგორიცაა: დერმატიტი ან ეგზემა, რომელიც ნერვულ ფონზე ვლინდება.7. უჩვეულო ალერგიული გამოვლინებაოჰაიოს უნივერსიტეტში 2008 წლის კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ ალერგიული პაციენტები, ვინც ასრულებდნენ ორი სახის დავალებას: ერთი, ნერვული დაძაბულობის მომატება, მეორენი - ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს. სტრესულ მდგომარეობაში მყოფნი ალერგიის გამოვლინება გაძლიერდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სტრესის ჰორმონები აძლიერებენ იმუნოგლობულინი E-ს გამოყოფას, რომელიც თავის მხრივ ალერგიას აძლიერებს.8. მუცლის ტკივილიუძილობას თან ახლავს მუცლის ტკივილიც, თავის ტკივილი, აკნეს გამოვლინება, ალერგია და კანზე გამონაყარი, რაც დაკავშირებულია სტრესთან. ზუსტი გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია. თუმცა უამრავი ადამიანი უჩივის ამ სიმპტომებს, რომელსაც ,,დათვის დაავადებასაც“ კი უწოდებენ.