10 რჩევა მამაკაცებს დილისთვის

10 რჩევა მამაკაცებს დილისთვის

14449 ნახვა
ყოველი დღის დასაწყისი — ეს არის შანსი გახდე უკეთესი. წარმოგიდგენთ დილის 10 რიტუალს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთესი გახდეთ და თავიც უკეთესად იგრძნოთ უკვე დღეს. ეს რიტუალები სრულიად შეცვლიან თქვენი ცხოვრების ხარისხს ხანგრძლივ პერსპექტივაში.

1. დღე დაიწყეთ კარდიო ვარჯიშით

დილის ვარჯიშის დროს კარგად გაოფლიანება ხელს უწყობს სხეულის გაკაჟებას და გონების მაქსიმალურად ამუშავებას. გარდა იმისა, რომ ვარჯიში ადმიანს ხელს უწყობს ლამაზი სხეულის ფორმების ჩამოყალიბებაში, მისით წარმოქმნილი ენდორფინების ნაკადი ამხნევებს და განწყობას უმაღლებს რამოდენიმე საათის განმავლობაში, ხოლო კანი დროთა განმავლობაში სუფთავდება. თუ დილაობით ივარჯიშებთ, ადვილად გაუმკლავდებით სტრესს მთელი დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას მოგიტანთ ნებისმიერი სახის დილის ფიზიკური ვარჯიში, უპირატესობა მიანიჭეთ კარდიოვარჯიშებს, რამდენადაც დილის საათებში უფრო მეტი ცხიმი იწვება, ხოლო ძალისმიერი ვარჯიშები უმჯობესია საღამოს შეასრულოთ. 

2. ისაუზმეთ კარგად

თქვენი ორგანიზმი უნდა აღიქვათ როგორც მანქანა: იმისათვის, რომ კარგად იმუშაოს, მას სჭირდება „საწვავი“ და გარკვეული ტიპის „საწვავი“ მისთვის უფრო მისაღებია. თქვენი ორგანიზმის „ძრავის“ ამუშავება დაიწყეთ დილის საუზმის მიღებით, რაც დაგეხმარებათ ხანგრძლივი სამუშაო დღის მანძილზე მეტი გამძლეობა იქონიოთ. საუკეთესო და ყველაზე მსუყე დილის საუზმე არის ადვილად ათვისებადი ცილებით და ნელა ათვისებადი ნახშირწყლებით შემდგარი საკვები, ამიტომ სცადეთ ისეთი საკვები, როგორიცაა შვრიის ფანტელი იოგურტით და ხილით, ან ომლეტი ბოსტნეულით. თუ დრო არ გაქვთ, სჯობს მოიმზადოთ სწრაფი, პროტეინებით სავსე სმუზი, რომლისთვისად დაგჭირდებათ რძესთან ერთად ხილის დაბლენდერება.

3. სუფთა კბილები

შესაძლოა ვინმემ იკამათოს იმაზე, თუ როდის სჯობს კბილების გახეხვა - საუზმემდე, თუ მის შემდეგ, თუმცა ყველა თანხმდება, რომ კბილების გახეხვა დილაობით აუცილებელია როგორც პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის, ისე ღიმილისთვის.

4. გამოიყენეთ ქუთუთოების საცხი

ქუთუთოების კანი ნაზი და მგრძნობიარეა, — ეს ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც დაბერების ნიშნებს ყველაზე ადრე შენიშნავთ. სპეციალური საცხი დაგირბილებთ და დაგიტენიანებთ კანს ქუთუთოების არეში და ნაოჭების გაჩენის პროცესს შეეწინააღმდეგება. რეთინოლის შემცველი საცხები საუკეთესოა ამისთვის.

5. გაიპარსეთ

ქალების უმრავლესობას გაპარსული მამაკაცები მოსწონთ, ამიტომ ღირს ამ საკითხისთვის ყურადღების მიქცევა. მაშინაც კი, თუ არ გჭირდებათ ყოველ დილით პარსვა, მაინც გამონახეთ 5 წუთი იმისათვის, რომ შეათვალიეროთ სახე და ყურადღება მიაქციოთ მასზე ამოსული თმის სიხშირეს. ეს ასევე ეხება ცხვრისა და ყურების არეში ამოსულ თმას და წარბებს.

6. გააკეთეთ 100 აზიდვა

ეს რჩევა შეიძლება ძველია, მაგრამ გამოცდილი. დილის კარდიოვარჯიშს 100 აზიდვას თუ დაამატებთ დაიყენებთ მუცლის პრესს, რასაც ქალები ჭკუიდან გადაჰყავს. უფრო მეტიც, ამ ვარჯიშით მთელი დღე ზურგი და ხერხემალი დასვენებული იქნება მიუხედავად დატვირთვისა. რაც მთავარია, სხეული გამართული გექნებათ და უფრო მეტად თავდაჯერებულიც იქნებით.

7. სადილი წაიღეთ თან

ამ ყველაფერს რამოდენიმე წუთი დასჭირდება, სამაგიეროდ დაგიცავთ წარმოუდგენელი რაოდენობის ზედმეტი კალორიებისგან და უსარგებლო ნატრიუმისგან, რომლებსაც ორგანიზმი იღებს სასადილოებში სიარულით ან კიდევ უარესი - მზა საკვების მიღებისას. თუ თქვენ იმ ადამიანებს მიეკუთვნებით, რომლებიც ვერაფერს ასწრებენ, სცადეთ სადილის სახლიდან წაღება კვირაში მხოლოდ ორჯერ და თქვენ მალევე შეამჩნევთ, რომ რამოდენიმე კილოგრამი დაიკელით, ხოლო ქოლესტერინის დონე ნორმას დაუბრუნდა.

8. გამოიყენეთ სახის გამწმენდი საშუალებები

იმისათვის, რომ კანი გაისუფთაოთ, პირდაპირ შხაპის ქვეშ სახეზე მასაჟის მოძრაობით წაისვით სახის გამწმენდი მაღალი ხარისხის საშუალება, რომელიც უნდა იყოს სკრაბის ეფექტით, რაც დაგეხმარებათ ფორების გასუფთავებაში.  იმისათვის, რომ კანი დალაქავებისაგან დაიცვათ და უფრო ელასტიურად გამოიყურებოდეს, სახე დაიბანეთ ცივი წყლით.

9. გამოიყენეთ კოფეინი

შავი ყავა, მწვანე ან შავი ჩაი — ეს პროდუქტები ანტიოქსიდანტების საბადოა, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. მკვლევარები ასევე ამტკიცებენ, რომ ამ პროდუქტების მცირე, მაგრამ რეგულარული დოზით გამოყენება ხელს უშლის დაბერების პროცესს. გარდა ამისა, დილით ერთი ფინჯანი ყავა მხნეობას შეგმატებთ.

10. გამოიყენეთ საკუთარი «საფირმო» სურნელი

თუ თქვენ რეგულარულად გამოიყენებთ ერთი და იგივე სურნელს, ქალები ამ არომატის ასოცირებას სწორედ თქვენთან მოახდენენ. სასიამოვნო სურნელი რომ გქონდეთ მთელი დღე, გამოიყენეთ დეზოდორანტი, ოდეკოლონი და ერთი და იგივე ტიპის საპონი.

 

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.