წარმატებული ადამიანების განმასხვავებელი ერთადერთი ნიშანი

წარმატებული ადამიანების განმასხვავებელი ერთადერთი ნიშანი

9645 ნახვა
პატარა იგავი, პრინციპულ სხვაობაზე გამარჯვებულებსა და ყველა დანარჩენს შორის.  

 

სიბერეში ფერმერმა გადაწყვიტა თავისი ფერმა გადაეცა თავისი ორი ვაჟისთვის. ფერმერმა ისინი შეკრიბა და გამოუცხადა: ფერმა დარჩება უმცროსს. უფროსი ვაჟი გაბრაზდა. «რას ამბობ?!», — ყვიროდა ის. მამამ უპასუხა: «კარგი, მე მინდა რაღაც გააკეთო ჩემთვის. პირუტყვის რაოდენობა უნდა გავზარდოთ, ამიტომ მეზობელ ფერმაზე წადი და იკითხე, ხომ არ ჰყავთ გასაყიდი ძროხები». მალე უფროსი ვაჟი დაბრუნდა და მამას მოახსენა: «მეზობელი ექვს ძროხას ყიდის». მამამ თავაზიანად მოუხადა მადლობა უფროს ვაჟს. შემდეგ დაუძახა უმცროსს და უთხრა: «რაღაც მინდა ჩემთვის გააკეთო. გთხოვ, წადი მეზობელ ფერმაზე და იკითხე ძროხებს ხომ არ ჰყიდიან». უმცროსი ვაჟი წავიდა მამის თხოვნის შესასრულებლად. გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა და მამას შეატყობინა: «მამა, მეზობელი ყიდის ექვს ძროხას, თითო 5000-ია, თუ უფრო მეტს ვიყიდით ფასს დაგვიკლებს. შემდეგ კვირას კარგი ჯიშის ძროხები უნდა მოუყვანონ, თუ არ გვეჩქარება შეგვიძლია დაველოდოთ. მაგრამ თუ ძროხები სასწრაფოდ უნდა ვიყიდოთ, მეზობელს შეუძლია ხვალვე მოგვიყვანოს». მამამ თავაზიანად მოუხადა მადლობა უმცროს ვაჟს შესრულებული სამუშაოსთვის. შემდეგ მიუბრუნდა უფროსს და უთხრა: «სწორედ ამიტომ მიიღებს ფერმას შენი უმცროსი ძმა» - წარმატებული ადამიანები იჩენენ ინიციატივას.



ადამიანების უმრავლესობა აკეთებს იმას, რასაც მათგან კონკრეტულად მოითხოვენ. რიგ შემთხვევებში მათ კონკრეტული მითითებები სჭირდებათ. და პირიქით, წარმატებული ადამიანები ჩართული არიან მთლიანად საქმეში. მათი მართვა საჭირო არ არის. ისინი არამარტო ასრულებენ სამუშაოს, არამედ აკეთებენ მას სწორად და სრუალფასოვნად. ისინი მართავენ იდეებს და აზრებს. რაც მთავარია, წარმატებული ადამიანები ინიციატივით გამოირჩევიან. ისინი ურთიერთბენ კოლეგებთან, სვამენ კითხვებს, იძლევიან რეკომენდაციებს, სთავაზობენ დახმარებას და ავითარებენ საკუთარ იდეებს. წარმატება დამოკიდებულია აქტიურ ქმედებებზე. არ ღირს იმაზე გათვლა, რომ ცხოვრება თავისთავად მოგართმევთ ყველაფერს ლანგრით.  იმოქმედეთ, ნუ დაელოდებით ნურაფერს!

 

ყველა ორგანიზაციაში არის რამოდენიმე შეუცვლელი თანამშრომელი. დანარჩენები უფროს ვაჟს ჰგვანან, რომელიც ზემოთ მოვყანილ ისტორიაშია. მათი შეცვლა ადვილია. ისინი პასიურები, ინერტულები არიან და საჭიროებენ კონკრეტულ მითითებებს. ისინი უნდა მართო. ინიციატივა რისკის გარკვეულ დონეს გულისხმობს. ყოველთვის არის მარცხის განცდის შანსი. მეორეს მხრივ, ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმას აკეთებს, რაც უთხრეს, არაფრით არ რისკავს და არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ხართ თუ არა ინიციატივიანი? ამის სწავლა ნებისმიერს შეუძლია. მათ, ვისაც არ სურს ინიციატივის გამოვლენა, შეიძლება ერთი რამ ვუთხრათ: ცხოვრება თქვენ ნამდვილად არ დაგიცდით!

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.