16 წლის ბიჭი, რომლის მკურნალობაც რეანიმობილის გამო დაგვიანდა, გარდაიცვალა

16 წლის ბიჭი, რომლის მკურნალობაც რეანიმობილის გამო დაგვიანდა, გარდაიცვალა

1823 ნახვა
16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეანიმობილის დაგვიანებისა და მისი გადაყვანისას სამედიცინო აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის გამო დამძიმდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reginfo ავრცელებს.

მოზარდი 41 დღე კომაში იმყოფებოდა და ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. 

"ვერ გიშველა დედის ლოცვამ, დე, ვერ გადაგარჩინე, დე, დასრულდა ჩემი და შენი ოცნებები, დე, ახლა მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა, შვილო
ვიარო იმ გზაზე,რომელიც შენთან მომიყვანს, აქ ვერა,მაგრამ... მანდ მაინც ვიყო შენთან, გზა შემიმოკლე, დედიკო, გთხოვ!

ვიგუდები შვილო, ვერ ვსუნთქავ უშენოოდ, ახლა რავქნა, ახლა როგორ ვიცხოვრო, რა ვუყო 16 წლის მოგონებებს და ნივთებს,რაც შენთან მაკავშირებს,  რა ვუყო იმ ქუჩებს, ადგილებს სადაც ერთად გვივლია,  სად გადავსახლდე,  დედუკაა? უშენოდ როგორ ვისუნთქო? წამიყვანეე, გემუდარები ლუკა! უერთმანეთოდ ხომ ვერ ვძლებდით, დედუკა?! ჩემო კეთილშობილო...მოსიყვარულე..მზრუნველოო..უწყინარო შვილოო, წამიყვანეეე!!! ყვირილი მინდა, სამყარომ რომ გაიგოს ისეთი ყვირილი,მაგრამ დავმუნჯდიი
ვიხრჩობი დე, გასკდა გული შვილო, დაუბრუნდი სხეულს გთხოვ,,სთხოვე უფალს, შენი კეთილი სული დაუბრუნდეს სხეულს..
დაგაბრუნოს ჩემთან...სთხოვე დედი,  შენ ისეთი კეთილი ხარ,იქნებ მოხდეს სასწაული.
გელოდები დედიკო, გთხოოოვ!!! - წერს გარდაცვლილის დედა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 16 წლის მოზარდი მიიყვანა. საავადმყოფოში შეყვანიდან 10 წუთში, ბავშვი ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და ქუთაისში ტრანსპორტირებისთვის რეანიმობილი გამოიძახეს. ამბროლაურის საავადმყოფოს ექიმის თქმით, რეანიმობილის მისვლამდე, პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები დაასტაბილურეს.

"რეანიმობილი ამბროლაურში ლენტეხიდან ორი საათის შემდეგ ჩავიდა. ამდენივე დრო დასჭირდა ბიჭის რეანიმობილში გადაყვანას და კლინიკის შეთანხმებას, სადაც მას მიიღებდნენ. ბავშვის გადაყვანისას, ნაქერალას უღელტეხილთან ახლოს, რეანიმობილში სამედიცინო აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა."
გარდა ამისა, 29 ივლისს ელექტრონული პეტიცია შეიქმნა. ხელმომწერები ითხოვდნენ, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებისთვის რეანიმობილის გამოყოფას, რომელმაც დროული და ეფექტური მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ამ დროისათვის პეტიციას 2300-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

მას შემდეგ რაც მოზარდის მდგომარეობა დამძიმდა, ჯანდაცვის სამინისტრომ ამბროლაურში, სასწრაფო რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განათავსა. ასევე კერძო მიმწოდებლების მიერ მართული რეანიმობილების შემოწმება დაიწყო. 

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.