15 პროდუქტი, რომლებიც შეგიძლია ღამითაც მიირთვა

15 პროდუქტი, რომლებიც შეგიძლია ღამითაც მიირთვა

3989 ნახვა
არსებობს გახდომის საკმაოდ პოპულარული მეთოდი, რომელსაც იყენებენ ისინი, ვისაც არ უნდა რთული დიეტების დაცვა: საღამოს ექვსი ან შვიდი საათის შემდეგ ჭამისგან თავის შეკავება, ვის როგორ აწყობს ან უხერხდება. მთავარია - ძილის ძინ არ დანაყრდე.

ახლა კი წარმოგიდგენ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც შეგიძლია მიირთვა არამარტო ექვსი, არამედ ათი საათის შემდეგაც... მოკლედ, როცა მოგინდება. ეს პროდუქტები საკმაოდ სასარგებლო და დაბალკალორიულია, ასე რომ, ნებისმიერი ტიპის დიეტის დროს მათი ზემოქმედება იქნება დადებითი.
 



სოკო

სოკო არც ისე კალორიული პროდუქტია, თუ მას მოხარშავთ და არ შეწვავთ დიდი რაოდენობით ცხიმთან ერთად, ის ფაქტიურად დიეტური პროდუქტია სწორი მომზადების პირობებში. არც მძიმე არ არის კუჭისთვის, უბრალოდ სუფრაზე მათი მიტანა მიღებულია შემწვარი ფორმით, ან სხვა უამრავი ინგრედიენტების დამატებით, რომლებიც უკვე მთლიანობაში ნამდვილად იწვევენ კუჭში სიმძიმის შეგრძნებას.
 

ბოსტნეულის ხიზილალა

სახლში დამზადებული ბოსტნეულის ხიზილალაში არ არის არაფერი საზიანო და მავნებელი. აირჩიე ვარიანტი შენი გემოვნების მიხედვით - სოკოს, ყაბაყის, ბადრიჯნის. ნებისმიერი ფორმით მომზადებული ბოსტნეულის ხიზილალა არის გემრიელი და სასარგებლო.
 

ჟოლო

ყველასათვის საყვარელი კენკროვანის ჭამა შეგიძლია 18:00 საათის შემდეგაც. რაც შეეხება კალორიებს - ძალიან ცოტას შეიცავს, სამაგიეროდ სავსეა სასარგებლო თვისებებით. ჟოლოში ვიტამინებისა და მინერალების დიდი რაოდენობაა, რომლებიც აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას და აწესრგიებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.
 

ტრესკა

თეთრი თევზი, რომელიც მიეკუთვნება დიეტურ პროდუქტთა რიცხვს. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს თევზი შეიცავს ვიტამინებს და ფასეულ ელემენტებს, რომლებსაც მხოლოდ სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის, აძლიერებენ იმუნიტეტს და აწესრიგებენ შინაგანი ორგანოების მუშაობის პროცესს.
 

სიმინდი

სიმინდი — ეს არამარტო სასარგებლო, არამედ ძალიან გემრიელი პროდუქტია. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ არა კონსერვირებულ, არამედ მოხარშულ სიმინდს. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი ქოლესტერინი და ხელს უშლის ცხიმგროვების გაჩენას. ამიტომ, თუ დღის მანძილზე რაიმე აკრძალული ან მძიმე მიირთვით, საღამოს შეგიძლიათ არჩევანი მოხარშულ სიმინდზე შეაჩეროთ.
 

ნექტარი

არ ღირს უარის თქმა ნექტარზე, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდირებული არ არის ხილის საკვებად გამოყენება  დღის მეორე ნახევარში. ნექტარში უჯრედისის დიდი რაოდენობაა, რომელიც პირიქით, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას.
 

გარგარი

100 გრამი გარგარი შეიცავს სულ რაღაც 42 კალორიას. ამიტომ, შოკოლადს, ორცხობილასა და გარგარს შორის არჩევანისას უმჯობესია ბოლო ვარიანტზე შეჩერდე.
 

თალგამი

თალგამს ადამიანები რატომღაც ხშირად აიგნორებენ, არადა ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ასუფთავებს ორგანიზმს და რაციონში უნდა შედიოდეს. თალგამი აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ენერგიით ავსებს. გარდა ამისა, ის დიეტური პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება.
 

გოგრა

ნარინჯისფერი და გემრიელი პროდუქტი ნამდვილად არ ავნებს შენს სხეულს. გოგრისგან შეგიძლია მოამზადო ძალიან ბევრი სასარგებლო დაგემრიელი კერძი - ეს შეიძლება იყოს კრემ-სუპი, პიურე, სალათი და ა.შ.
 

კომბოსტო

კომბოსტოს აბსოლიტურად ყველა სახეობა მდიდარია В ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც თავის მხრივ მონაწილეობას იღებენ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესში. გარდა ამისა, კომბოსტო დიეტური პროდუქტების რიცხვში შედის. შესაბამისად, ის იდეალურია ვახშამისთვის.
 

კივი

კივი - შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვისაც გახდომა სურს. კივი ორგანიზმს ეხმარება ცხიმების დაშლასა და დაწვაში, ათავისუფლებს სიმძიმის შეგრძნებისგან კუჭის არეში და ხელს უწყობს ორგანიზმში წყლისა და მარილის ბალანსს.
 

კამბალა

ეს თევზის კიდევ ერთი სასარგებლო სახეობაა, რომელც შეიძლება და საჭიროა 18:00 საათის შემდეგ მიირთვა. კამბალა შეიცავს მეტიონინს, რომლის სასარგებლო თვისებები მდგომარეობს იმაში, რომ ის მთლიანად შლის ცხიმგროვებს.
 

ნიახური

ნიახური - ეს არის უარყოფითი კალორიულობის მქონე პროდუქტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი დიდი ენერგიას ხარჯავს მის გადამუშავებაზე. ამიტომ, საღამოს მისი საკვებად მიღება ცხიმების დაწვის პროცესისთვის იდეალურია.


მსხალი

ბევრი მიიჩნევს, რომ შიმშილის გრძნობის წარმოქმნისას საჭიროა ვაშლის ჭამა. თუმცა სჯობს მსხალზე გააკეთო არჩევანი, რადგან ვაშლის შემდეგ მადა ორმაგად ძლიერდება, ხოლო წვნიანი მსხალი მშვენივრად კლავს შიმშილის გრძნობას, თან კალორიებსაც ვაშლზე ნაკლებს შეიცავს.
 

ჭარხალი

ჭარხალი მიეკუთვნება შეუცვლელ პროდუქტთა რიცხვს. ის ხელს უწყობს ცხიმების ცვლის პროცესს, რითაც თავისთავად ხელს უშლის მათ დაგროვებას. ჭარხალი სასარგებლოა ნებისმიერი ფორმით. ამიტომ, შეგიძლია ექსპრიმენტებიც ჩაატარო - მოხარშო, გამოაცხო ან უმად მიირთვა!

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.