10 ტყუილი, რომელიც ექიმს არ უნდა ვუთხრათ

10 ტყუილი, რომელიც ექიმს არ უნდა ვუთხრათ

4033 ნახვა
ექიმი ყოველთვის უამრავ კითხვას სვამს და მათი უმეტესობა ზოგჯერ უსიამოვნოა. ამის საპასუხოდ, ჩვენ ხშირად ვცრუობთ და ამით საკუთარ თავს ვვნებთ! 

“დიახ, ყველა წამალს ვსვამ, რომელიც გამომიწერეთ” - ვის ატყუებ?  წამლების დალევა მოსაწყენია. ზოგჯერ ძნელიც კია, რადგან ყველას თავისი დრო, დოზა, პოზა, მდგომარეობა, რიტუალი და ა.შ. აქვს. თან ზოგიერთი ისე მწარეა საშინელი დასალევი. გამოტყდი, ამ მიზეზების გამო, რამდენჯერ არ დაგილევია ყველა წამალი ან თუნდაც რამდენჯერ დაგვიწყებია, რომ უნდა დაგელია ამის აღიარება კი ექიმთან მოგრიდებია? თუ შენი პასუხია: ბევრჯერ, იცოდე, რომ ეს არ არის მხოლოდ ტყუილი, არამედ დეზინფორმაციაა, რომელსაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. შემდეგში უმჯობესია აღიარო, რომ არ დაიცავი ინსტრუქცია, რათა ექიმა სწორად გიმკურნალოს.

“არა, ახლა არაფერს ვსვამ” - მართლა მართლა? ის, რაც წვრილმანი გგონია, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს და დიდი გავლენა იქონიოს მკურნალობის შედეგზე. თუ არ ჩამოვთვლი აბსოლუტურად ყველა იმ მედიკამენტს, რომელსაც იღებ, ექიმი ვერ შეძლებს წინასწარ განსაზღვროს წამლების ურთიერთქმედება და ამან შეიძლება არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს. გარდა ამისა, დაავადების ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება მხოლოდ იმ წამლების გვერდითი ეფექტები იყოს, რომელსაც უკვე იღებ. მაგალითად, შფოთვა, დეპრესია, დაღლილობა და ა.შ.

“არაფერი მიჭამია და დამილევია” - როდესაც პაციენტი საოპერაციოში შეჰყავთ ეკითხებიან, ნაჭამი ან ნასვამი ხომ არაა. თუ კი ამ დროს პაციენტი კარგად ნაპურმარილებია და მაინც იტყვის, რომ არა, არაფერიო საქმე ცუდადაა, რადგან ანეზთეზიასთან ხუმრობები ცუდია. 

“რას იძახით?! ფაქტობრივად არ ვსვამ” -  არავის უნდა ალკოჰოლისადმი სიყვარულის აღიარება. მაგრამ ექიმთან ამის თქმა მოგიწევს! იცოდე, ჭაჭის დამალვის მცდელობა, შეაფერხებს დიაგნოზის დადგენისა და მკურნალობის დანიშვნის პროცესს. 

პ.სმკურნალობის პერიოდში დალევა რომ არ შეიძლება მგონი მაგის ახსნა არ მომიწევს, ისედაც გეცოდინება ხო?

“არა, არა, არ ვეწევი” -  მწეველები თავიანთ ჩვევად ექიმისგან მალავენ. ან ხშირად ამბობენ, რომ ახლახანს დაანებეს თავი. მაგალითად, ხუთი დღის წინ, ან თუნდაც გუშინ... დაიმახსოვრე, თუ კი ექიმს ეცოდინება მოწევის შესახებ, დამატებით ანალიზებს დაგინიშნავს, გეტყვის რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა დროულად აირიდო თავიდან კიბო, COPD (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), გულის პრობლემები, ინსულტი და სხვა მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები.

“ნარკოტიკები?! არასდროს გამისინჯავს” - ვინმე საკუთარი სურვილით, იტყვის, რომ სადღაც უკანონო ნარკოტიკს იღებს? არც არავინ, სანამ მას ანალიზების პასუხები არ გაყიდის. ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანისთვის დიაგნოზის დასმა კიდევ უფრო რთულდება, თუ არ იცი კონკრეტულად რას იღებს. ბალახის მოწევაც კი ხელს უშლის ანტიბიოტიკებისა და ტკივილგამაყუჩებლების მოქმედებას. მიზეზი კი ისაა, რომ ამ დროს სისხლში შაქარსა და არტერიულ წნევის დონე იცვლება. ამიტომ, არ შეგეშინდეს, ყოველთვის გაამხილე კონკრეტულად რა გაქვს მიღებული!

“ჯანსაღი ცხოვრების წესს მივყვები” - როდესაც ანალიზებმა აჩვენა, რომ ქოლესტერინის დონის მაჩვენებლები მომატებული გაქვს, წნევაც უკვე კრიტიკულ დონემდეა, სულელურია იმის თქმა, რომ უბრალოდ ბოლო პერიოდში აურიე, თორე ჩვეულებრივ სწორად იკვებები და ვარჯიშობ. ეს "ბოლო პერიოდში" სავარაუდოდ მთელი შენი ცხოვრებაა გრძელდება. ბევრი დაავადება მოითხოვს ცხოვრების წესის შეცვლას. მეტი წამლის დანიშვნის თხოვნას ჯობს დაემორჩილო ექიმს და იზრუნე საკუთარ თავზე.

“არაფრით ვმკურნალობდი” - თვითმკურნალობა საშინელებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას არ ამხელ. პაციენტები ხაირად ყიდულობენ ტკივილგამაყუჩებლებს, ანტიბიოტიკებს და „აბებს, რომლებიც მეზობელს/მეგობარს/ბაბუას შველის“. განსაკუთრებით საშიშია ტკივილგამაყუჩებლების დამალვა. ექიმს შეიძლება რომელიმე სიმპტომები გამორჩეს, რომლებიც თვითნებურად მიღებული აბებით დაფარე, ან შეიძლება კიდევ უფრო მეტი პრეპარატი გამოგიწეროს, რაც დოზის გადაჭარბებას გამოიწვევს.

“არა, აქ არ მტკივა” - არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც პაციენტები ტკივილს მალავენ:

  • იმედოვნებენ, რომ ექიმი საშიშს ვერაფერს მიაგნებს.
  • ამაყობენ, რომ შეძლებს ძლიერი ტკივილს უძლებენ.
არ გააკეთოთ ეს! ასე ხომ, პატარა ბავშვები იმალებიან, თვალებს დახუჭავენ და ჰგონიათ, რახან ვერაფერს ხედავენ, ცუდიც არაფერი მოხდება.

“დიახ, ყველაფერი გასაგებია” - ექიმისგან მიღებული ინფორმაციის 40% - 80% კაბინეტიდან გასვლისთანავე გვავიწყდება, დანარჩენი 60 % - 20% კი არასწორად გვამახსოვრდება. ასე, რომ ნაკლებად აქნიე თავი და მეტად ჩაინიშნე რასაც გეუბნება ექიმი. ჯობს შენი ხელით დაწერო, თორემ ექიმების წერის ამბავი მოგეხსენება. 

სულ ესაა რაც გამახსენდა, შენ რას დაამატებდი?

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.