10 მიზეზი თუ რატომ არ უნდა დალიოთ ყავა

10 მიზეზი თუ რატომ არ უნდა დალიოთ ყავა

60532 ნახვა

ყოველ ჩვენგანს ალბათ სმენია, რომ ყავა არც თუ ისე სასარგებლო სასმელია, თუმცა კონკრეტულად რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე მისი ჭარბი მოხმარება ბევრი ჩვენგანი ვერც კი ხვდება. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ათ მიზეზს, თუ რატომ უნდა დაანებოთ თავი ყავის სმას.

წარმოგიდგენიათ ყავის გარეშე ცხოვრება? დილით საერთოდ რომ არ დალიოთ გაძლებთ? დილით დალეული ყავის გამამხნევებელი თვისების შესახებ ყველამ კარგად იცის, მაგრამ იცით თუ არა, რომ ყავამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე? მოდი ზუსტად გავარკვიოთ, როგორ ახერხებს ყავა «გააფუჭოს ჩვენი ცხოვრება». იმედია ჩვენი სტატია დაგეხმარებათ მოძებნოთ ყავაში შემავალი კოფეინის «გამამხნევებელი» თვისების შედარებით უფრო ჯანსაღი ალტერნატივა.

1. ყავამ შეიძლება გამოიწვიოს განაყოფიერების პრობლემები

თუ თქვენ გსურთ ბავშვების ყოლა, სჯობს კოფეინი გამორიცხოთ თქვენი რაციონიდან — ეს კარგად ცნობილი ფაქტია. იცით რატომ? იმიტომ, რომ საქმე ეხება ჰორმონებს. ყავის მოხმარება ახდენს თირკმლისზედა ჯირკვლების მიერ კორტიზოლის ჭარბი დოზით გამოყოფას, რომელიც წარმოადგენს სტრესის ჰორმონს. მისი დოზის მომატება შეიძლება გახდეს ჰორმონალური დისბალანსის მიზეზი, რომლის შედეგადაც წარმოიშობა საკვერცხეების ყვითელი სხეულის ძირითადი ჰორმონის - პროჰესტერონის უკმარისობა, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ფეხმძიმობის დადგომას და მის შემდგომ განვითარებას. თუ ფეხმძიმე ქალი დღეში მინიმუმ ოთხ ფინჯან ყავას მიირთმევს - ფეხმძიმობის შეწყვეტის რისკი შეადგენს 33%-ს. ყავის სმა განსაკუთრებით მავნებელია ფეხმძიმობის მე-20 კვირიდან.

2. ვიტამინებისა და მინერალების ცუდი შეთვისება

კოფეინი (დღეში მინიმუმ სამი ფინჯანი ყავის მიღება ან კოფეინის შემცველი აბების მუდმივი მიღება) «კლავს» ვიტამინებს В, РР, ადაბლებს ორგანიზმში რკინის, კალიუმის, თუთიის, კალიციუმის შემცველობას. 150 მლ ფინჯანი ყავის დალევა სამი საათით აფერხებს კალციუმის შეთვისებას ორგანიზმის მიერ, გარდა ამისა, კოფეინი გამორეცხავს სხეულიდან კალციუმს და ყავის ჭარბი გამოყენება ძვლებს ასუსტებს.

3. კოფეინი იწვევს სიმსუქნეს

ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ კოფეინი აძლიერებს კორტიზოლის გამოყოფას და მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობაზე. შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ თირკმელზედა ჯირკვლები სინქრონში მუშაობენ ფარისებრ ჯირკვალთან, რომელიც ზრუნავს ნივთიერებათა ცვლაზე. ამიტომ, ფარისებრი ჯირკვლის არასწორი ფუნქციონირება აფერხებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რის შედეგადაც შეიძლება ჭარბმა წონამ შეგაწუხოთ. თუ რამოდენიმე კილოგრამის დაკლება გსურთ ან სხეულის ფორმის შენარჩუნება და არ გამოგდით, იქნებ დაფიქრებულიყავით და დაგენებებინათ ყავის სმისთვის თავი?

4. უძილობა

ბევრი კოფეინს იმისათვის იყენებს, რომ ღამით არ დაიძინოს, მაგრამ თუ დაძინების პრობლემები დაგეწყოთ, ნამდვილად არ ღირს ყავის სმის გაგრძელება, უმჯობესია საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან. ძილის პრობლემების სიმწვავის არსებობა-არარსებობის მიუხედავად, გაითვალისწინეთ, რომ დღის მანძილზე სამ ფინჯანზე მეტი ყავის დალევა ნამდვილად არ ღირს, რადგან ვერ გამოიძინებთ - კოფეინი მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე ძილშიც და მთელ ნერვულ სისტემას აღგზნებულ მდგომარეობაში ამყოფებს.

5. იმუნიტეტის პრობლემები

კოფეინი — ჩვენი იმუნური სისტემის საუკეთესო მეგრობად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, ისევ და ისევ ფარისებრი ჯირკვლის გამო, რომლის შეზღუდულად ფუნქციონირების პირობებში ხდება იმუნიტეტის დასუსტება, რაც დაავადებების მიზეზი ხდება. თუ თქვენ რაიმე სახის დაავადებებისკენ მიდრეკილი ხართ, სჯობს ყავის სმისგან საერთოდ შეიკაოთ თავი, მინიმუმ მანამდე მაინც, სანამ უკეთესად არ გახდებით.

6. პრობლემები ნეირომედიატორებთან, ბიოლოგიურად აქტიურ ქიმიურ ნივთიერებებთან, რომელთა დახმარებით ხდება ნერვული უჯრედიდან ელექტო იმპულსების გადაცემა

ყავის სმისთვის თავის დანებების ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი მიზეზი მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ ის ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმში არსებულ ნეირომედიატორებზე, რომლებიც თავის მხრივ აუცილებელია ბედნიერების ჰორმონის გამოსამუშავებლად, რომელიც ცნობილია სეროტონინის სახელწოდებით. თუმცა, ბევრი თვლის, რომ ყავა ადამიანს აბედნიერებს, სინამდვილეში კი პირიქით არის, ამიტომ, თუ დეპრესიაში ხართ ან მუდმივად შფოთავთ, სჯობს ყავის სმას შეეშვათ.

7. კოფეინი ცუდად მოქმედებს ენერგიის საერთო დონეზე

ყავის მოყვარულებს ეს სასმელი ბოლოს აღარ ეხმარება. ის უბრალოდ «არ მუშაობს». ეს ძალიან ცუდი ნიშანია, რადგან ფარისებრი ჯირკვალი აღარ რეაგირებს მასზე იმის გამო, რომ ყავა მუდმივად ახდენს ზეწოლას და «ანგრევს» მას. ყავა სხეულს აიძულებს გამოიმუშაოს ადრენალინი და თუ თქვენ მუდმივად სვამთ ყავას, ყოველ ჯერზე უფრო მეტი კოფეინი გჭირდებათ, რათა ორგანიზმმა იგივე ეფექტურობით უპასუხოს ამ ნივთიერებას.

8. კოფეინი ვნებს ღვიძლს

ყავის შეთვისება არც თუ ისე კარგი გზით ხდება. თქვენი ღვიძლი ზრუნავს ენზიმების გამომუშავებისთვის, რომლებიც შლიან ყავას და ახდენენ მის მეტაბოლიზაციას. ამიტომ, როცა ენზიმები აუცილებელია სხვა მავნე ქიმიკატების დასაშლელად, აღმოჩნდება, რომ ისინი მოდუნებული ან არასაკმარისია კოფეინის დაშლაზე მუშაობის გამო. ბევრ ადამიანს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ყავას, «ზარმაცი» ღვიძლი აქვთ.

9. ყავაში ბევრი პესტიციდია

მცენარეს, რომელიც ყავის მარცვალს იძლევა უხვად რწყავენ პესტიციდებით. საეჭვოა, რომ რომელიმე სუპერმარკეტის თაროზე ორგანული, ქიმიური დამატების გარეშე მოყვანილი ყავა ნახოთ. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყავაში ათასამდე ქიმიკატია, ამიტომ, თუ ეს არგუმენტიც არ არის თქვენთვის საკმარისი ყავის სმაზე უარის სათქმელად, ესეიგი საუბარი ზედმეტია.

10. ყავის გარეშე სექს-დრაივი იზრდება

და ისევ ფარისებრი ჯიკვალი - როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორგანიზმის ეს ნაწილი პასუხისმგებელია ჰორმონებზე, რომლებიც მართავენ ლიბიდოს, მაგალითად ტესტოსტერონს. ამიტომ, როგორც კი შეწყვეტთ ფარისებრ ჯირკვალზე კოფეინით ზეწოლას, დაინახავთ სექსუალურ ცხოვრებაში უკეთესობას.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.