10 ყველაზე დაუჯერებელი სამედიცინო რეკორდი

10 ყველაზე დაუჯერებელი სამედიცინო რეკორდი

12896 ნახვა
რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ გასაოცარი ისტორიები ხდება მხოლოდ სამედიცინო სერიალებში, არადა სამედიცინო რეალობა ნამდვილად სავსეა უცნაური და რეკორდული ფაქტებით.

წარმოგიდგენთ ყველაზე ფანტასტიურ და დოკუმენტურად დაფიქსირებულ სამედიცინო რეკორდების ჩამონათვალს.

 

1. სხეულის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა უილი ჯონსს 1980 წელს (აშშ). მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდა თბური დარტყმა. მისი სხეულის ტემპერატურა იყო 46,5 °C. საავადმყოფოდან პაციენტი 24 დღის შემდეგ გაწერეს.

 

2. 1994 წლის 23 თებერვალს მსოფლიოში სხეულის ყველაზე დაბალი ტემპერატურა — 14,2 °C დაუფიქსირდა  2 წლის კანადელ გოგონას, რომელმაც
-22 °С ყინვაში ექვსი საათი გაატარა. ბავშვი ექიმებმა გადაარჩინეს.

 

3. ყველაზე მოცუხი ადამიანი, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, იყო ჯეიმს ჰენრი ბრეტ უმცროსი ჰიუსტონიდან (აშშ). ის 111 წლის და 105 დღის იყო, როცა მენჯის ოპერაცია გაუკეთეს.

 

4. აბების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო ზიმბაბველმა  კ. კლინერმა. 21 წლიანი მკურნალობის პერიოდში, რომელიც 1967 წლის 9 ივნისიდან 1988 წლის 19 ივნისამდე გრძელდებოდა, მან დალია 565 939 ც. აბი.

 

5. ყველაზე მეტი ნემსი გაუკეთდა ბრიტანელ სემუელ დევიდსონს — 78 900 ინსულინის ინექცია.

 

6. სისხლის რეკორდული რაოდენობით გადასხმა გახდა საჭირო მაშინ, როცა ოპერაციას უკეთებდნენ ჩიკაგოელ, 50 წლის უორენ ჯირიჩს. მას ჰემოფილია აწუხებდა. 1970 წლის დეკემბერში, გულის ოპერაციის დროს მას გადაუსხეს 2400 დონორული ერთეული (1080 ლ) სისხლი.

 

7. 1954-დან 1994 წლამდე ამერიკელ ჩარლზ იენსენს გაუკეთდა 970 ოპერაცია წანაზარდების მოსაცილებლად.

 

8. ათი წლის მანძილზე, 1979-დან 1989 წლამდე, ამერიკელ ნორმა უიქვაიერს, ათი მსხვილი სახსრიდან ყველა შეეცვალა ხელოვნურით. მას აწუხებდა რევმატოიდული ართრიტი.

 

9. გულის ყველაზე ხანგრძლივად გაჩერება გადაიტანა ნორვეგიელმა მეთევზე იან რევსდალმა მას შემდეგ, რაც ბერგენის რაიონში გემის ბორტიდან გადავარდა. გადაციების გამო მისი გული ოთხი საათის მანძილზე არ ფეთქავდა.

 

10. 1977 წელს, «ფორმულა-1»-ის შეჯიბრზე მომხდარი კატასტროფის შედეგად, ბრიტანელმა დევიდ პერლიმ მიიღო 29 მოტეხილობა და 3 ამოვარდნილობა, ხოლო გული ექვსჯერ გაუჩერდა საავადმყოფოში გადაყვანისას. როცა გამოკეთდა, მან განაგრძო ავტორბოლაში მონაწილეობა. დევიდ პერლი გარდაიცვალა  1985 წლის 2 ივლისს, ბოჰნორ-რეჯისში თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად.

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.