დაუკავშირდით ექიმს
თინათინ ლეჟავა - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სპეციალობა - ფიზიკური თერაპევტი. იმავდროულად, განათლება აქვს მეანის სპეციალობით. 2011-2012 წლებში თურქეთში მუშაობდა ფიზიკურ თერაპევტად, ხოლო 2014 წლიდან მუშაობს ფიზიკურ თერაპევტად ბავშვთა რეაბილიტაციაში. 2018-2019 წლებში USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის პროექტის „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“ ფარგლებში გავლილი აქვს შემდეგი სახის ტრენინგები: ტრენერთა ტრენინგი (ToT); „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის შეფასებისა და მართვის ძირითადი პრინციპები“; „სავარძელეტლის მორგების საბაზისო კურსი“; გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში „ზრდასრულთა ფუნქციური მობილობის სასწავლო კურსი“. 2017 წლიდან არის საქართველოს ფიზიკურ თერაპევტთა ასოციაციის ადაპტური სპორტის მიმდინარეობის ხელმძღვანელი.