დაუკავშირდით ექიმს
სოფიო ფირცხალაიშვილი - დამთავრებული აქვს სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია, სპეციალობა - ფიზიკური თერაპევტი. აქვს 8-წლიანი სამუშაო გამოცდილება. მუშაობდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და ი. ბოკერიას სახ. ნეიროგანვითარების ცენტრში ფიზიკურ და აკვათერაპევტად. მისი ძირითადი პროფილი ბავშვთა რეაბილიტაციაა. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი, მათ შორის: „ნევროლოგიური ფიზიკური თერაპიის შეფასების ძირითადი უნარ-ჩვევები და ფიზიკური თერაპიის დოკუმენტირება“; „ჩარევის ტექნიკები უწყვეტობაში თავის ტვინის შეძენილი დაზიანებების მქონე პაციენტებში თავის ტვინის ტრავმულ დაზიანებაზე ფოკუსით“; „სავარძელეტლის საბაზისო მომსახურების კურსი“; გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში „ზრდასრულთა ფუნქციური მობილობის სასწავლო კურსი“; „ნეიროგანვითარების მკურნალობის (NDT) ძირითადი სპეციალური მოკლე კურსი ფიზიკური თერაპევტებისათვის“; საქართველოს ფიზიკური კულტურის კოლეჯთან არსებული „ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსი მასაჟის სპეციალობით“.