დაუკავშირდით ექიმს
ოთარმა დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. 2016- 2018 სწავლობდა ბელორუსიის სამედიცინო აკადემიაში.
2019 წელს აიმაღლა კვალიფიკაცია ინდოეთში, არასანის თვალის ჰოსპიტალში (Arasan Eye Hospital).
სხვადასხვა წლებში მუშაობდა იმერეთის რეგიონალურ ჰოსპიტალში, ნიუ ჰოსპიტალში, ევექსის კლინიკაში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში.
2021 წლიდან შემოურთდა სამედიცინო ცენტრ აილაინის გუნდს.
ექიმი დეკანოიძე რეგულარულად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში და ტრენინგებში (თურქეთი, შვეიცარია, ინდოეთი, რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა).
ოთარ დეკანოიძე მკურნალობს თვალის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ბადურის ჩამოცლა, დიაბეტური რეტინოპათია, უცხო სხეული მინისებრ სხეულში, თვალის ტრავმული დაზიანება და სხვა. ამავდროულად, იგი მუშაობს სხვადასხვა ოფთალმოლოგიური მიმართულებით - კატარაქტის ქირურგია და თერაპიული ოფთალმოლოგია.