ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის უკვე უსაყვარლესი ნინო ექიმი! ისეთი ტანჯვა გავიარეთ მთელმა ოჯახმა ამ შემოდგომაზე ის რომ არა მართლა არ ვიცი რა გვეშველებიდა, სექტემბრის თვეში დაეწყო ჩემს ბიჭს საშინელი ინფექცია თვალზე, გაუსაძლისი ტკივილი, ცრემლდენა, გასიებული ქუთუთო, მოკლედ რაღაც საშინელება სჭირდა, ეოგოეც კი დაეწყო ეს პრიბლემა მაშინვე წავედით ექიმთან, 2 კვირიანი 5 წამლიანი დანიშნულების შედეგად ჩემი შვილის მხედველობა ჩამოვიდა 100 დან 30 პროცენტზე, წავედით სხვაგან, სადაც სხვა დანიშნულება მოგვცეს უკვე 6 წამლიანი და გვითხრეს
ასეთი ცუდი თვალის ვირუსია მოდებული და მეტს ვერაფერს იზამდნენ. ამასობაში უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდებოდა ჩემი შვილის მხედველობა. ვფიქრობდი თურქეთში წაყვანაზე დავიწყე გაკითხვა გამოკითხა, აღაღ ვიცოდი რა მექნა,ოქტომბრის ბოლოს რომელიღაც დედების ჯგუფში გაჟღერდა ეს სახელი და გვარი და ჩვენც მეორე დღესვე წავედით მასთან. ნინო ექიმმა სრულიად შეცვალა დანიშნულება , დაგვინიშნა მხოლდო 2 წვეთი და თქვა რომ ნემსების გარეშე მხესველობის აღდგენის შანსი ბავშვს არ ქონდა. თან იმდენად გულისზმიერად და თბილად ელაპარაკა, საპროცესუროში შემოგვყვა ,ამშვიდებდა ჩემს შვილსაც და მეც რომ არაფერი მტკივნეული არ იქნებოდა რომ მაშინვე იმედი მომეცა. მე 3 ნემსიდან ჩემმა შვილმა თვალში გამოიხედა, მე 8 ნემსის შემდეგ კი 90 პროცენტი გახდა მისი მხედველობა. ზუსტად 11 დღეში ყველანაირი ჩივილი გაქრა, დასრულდა ის ტანჯვა რაც მე და ჩემმა შვილმა
გავიარეთ, სადაც კი შემეძლება ყველგან მადლობას გადავუხდი,რა დროს არ უნდა მიმეწერა რომ პასუხი არ გაეცა, მსგავსი რამ ძალიან იშვიათია, თუ კი ამას კითხულობთ ნინო ექიმო იცოდეთ რომ მე და ლევანი უზომოდ მადლიერები ვართ თქვენი, თქვენ ჩვენი იმედი ხართ! მას შემდეგ ყველას ვისაც გავიგებ რომ თვალზე რამე აწუხებს მასთან ვაგზავნი და ყველა მადლობით მიბრუნდება
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ელენე კილასონია
2025-04-25
რეკომენდაციას ექიმზე აქამდე არ დამიწერია, თუმცა ვფიქრობ შესაძლოა ჩემი გამოცდილება ვინმეს გამოადგეს და ჩემსავით დრო და საკმაოდ დიდი თანხაც არ დაკარგოს ექიმიდან ექიმთან სიარულში. მოკლედ 1 წლის
განმავლობაში 4 კლინიკაში მყავდა ჩემი 9 წლის ბიჭი თვალის პრობლემის გამო, ექიმების აზრი მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რამაც გამოიწვია ჩემი დაბნეულობა და უნდობლობაც სამწუხაროდ. რომ
ვეღარ გავიგე რა უნდა მექნა და რომლისთვის დამეჯერებინა, გადავწყვიტე ბერლინში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე წავსულიყავით, დავჯავშნე ვიზიტი შარიტეს კლინიკაში. წასვლამდე 1 კვირით ადრე მეგობარმა მირჩია ნინო შარიქაძე, ვფიქრობდი რომ დიდად აზრი არ ექნებოდა კიდევ ერთ ექიმთან აქ მისვლას, თუმცა ვერ მოვისვენე და გაფრენამდე 2 დღით ადრე მაინც მივიყვანე კონსულტაციაზე ოფთალმიჯში. ჩემს შვილს იმ
დღესვე დაესვა დიაგნოზი - იუვენილური რეტინოშიზისი, დაენიშნა მკურნალობა, ნინომ მოგვცა რეკომენდაციები და დეტალურად ამიხსნა ამ დაავადების შესახებ ყველაფერი. რეტინოშიზისი სხვ ორმა ექიმმაც გვითხრა, თუმცა მათგან ერთმა გვითხრა რომ მკურნალობა ამ დაავდებას არ ქონდა, ხოლო მეორემ ოპერაცია დაუნიშნა.
ნინოს მიერ დაწერილი ფორმა 100, თავისი დანიშნულებით და ყველა კვლევის პასუხით წავიღე შარიტეს კლინიკაში, ბერლინში საიდანაც წამოვედი იდენტური მკურნალობით და რეკომენდაციებით. შესაბამისად, თამამად ვუწევ ყველასთან რეკომენდაციას. 5 თვეა უკვე მკურნალობას გავდივართ და უკეთესობა გვაქვს როგორც მხედველობის მხრივ ასევე კომპიუტერული ტომიგრაფიის მიხედვითაც. პიროვნულადაც ძალიან სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა, რაც ჩემთვის პირადად ასევე მნიშვნელოვანი იყო.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ანა ლაშხი
2024-09-25
იშვიათად გავცემ რეკომენდაციებს, მაგრამ თამამად ვურჩევ ქალბატონ ნინოს ყველა მშობელს ვინც ეძებს ძალიან ჭკვიან და რაც მთავარია ყურადღებიან და პასუხისმგებლიან ექიმს. რაც არ უნდა რიგი იდგეს მის კაბინეტთან ერთნაირი გულისყურით იღებს ჩემს შვილებს და ყოველ მისვლაზე ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე როცა 3 სხვა ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ სწორი ექიმი ავარჩიე. წარმატებები და ბევრი ჩემნაირი მადლიერი პაციენტი მას. და კიდევ, ახალგაზრდა ასაკმა არ შეგაშინოთ, მე თავიდან ცოტა დავიძაბე, მაგრამ
მალევე დავრწმუნდი რომ სწორ ადგილას მოვხვდი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო მეტრეველი
2023-11-06
დიდი რეკომენდაცია ჩემგან, ამ ექიმმა ყველაფერში გამარკვია რაც მაინტერესებდა, ადექვატურად ხსნის და აკვალიანებს პაციენტს ,რისი დიდი პრობლემაც არის ქართველ ექიმებში.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ანა გორგოძე
2023-10-01
ჩემი 3-ივე შვილის ექიმია ნინო, საუკეთესოა როგორც ექიმი და როგორც პიროვნება, ამ უკანასკნელს ჩემთვის არანაკლები მნიშვნელობა ქონდა, ჩემს შვილებს უხარიათ ამ კლინიკაში მისვლა, გიჟდებიან ნინოზე , დიდი პრობლემა გვქონდა სათვალის სწორად შერჩევის, ასევე ფსიქოლოგიურად ერთ ერთი ბავშის მხრიდან სათვალის მიღების- გაკეთების , ამ ექიმმა შეძლო ის რაც სხვებმა ვერ გააკეთეს, უყურადღებობის ან სიზარმაცის გამო, არ ვიცი.
ბევრ 'ცნობილ' ექიმთან მყვდა ,ვიდექი რიგებში, მაგრამ თუნდაც დიაგნოზზე ლაპარაკი და ახსნა ყველას ეზარებოდა სამწუხაროდ , ასევე ბავშვებისადმი უემოციო და ცოტა არ იყოს ცივი დამოკიდებულება ჩემთვის არ იყო მისაღები ( ეს ალბათ სადაო საკითხია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობვანია თუნდაც ღიმილი ექიმის მხრიდან როცა ბავშვებთან მუშაობს ) . აქ კი რამდენი პაციენტიც არ უნდა ელოდებოდეს მაინც უდიდესი ყურადღებით გვიდგება და მუდამ პოზიტიურია ბავშვების მიმართ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნამდვილად ვუწევ რეკომენდაციას ამ ექიმს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ირმა ნადარეიშვილი
2023-08-01
მართლა საუკეთესო ბავშვთა ოფთალმოლოგი საქართველოში… ძალიან გაგვიმართლა თქვენთან რომ მოვხვდით, ნინო ექიმო♥️
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაკუნა
2023-07-16
ჩემი შვილების ყველაზე საყვარელი ექიმი, ჩემი აზრით კი საუკეთესო ბავშვთა ოფთალმოლოგი! ყველა გაგებით,
ძალიან დიდი მადლობა ნინო ექიმო ყველაფრისთვის, ჩემი, მაშოს და ელენეს სახელით!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლიკა კვარაცხელია
2023-07-08
ეს ექიმი ერთადერთია ვინც შეძლო ჩემი აუტისტური სპექტრის მქონე შვილის გამოკვლევა, მაშინ როცა საათები ვიდექით რიგში “ცნობილ” ექიმებთან, არცერთს არ ეყო მოთმინება და გულისხმიერება, ყველა ჩვენს მოშორებაზე იყო, მუდამ მადლობელი ვიქნები იმ სითბოსთვის და მოთმინებისთვის რაც ამ ექიმმა ჩემს შვილთან გამოავლინა, სათვალეც გამოუწერა რომელსაც საერთოდ აღარ იხსნის ელენიკო. მადლობა მადლობა მადლობა!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
სოფო
2023-07-05
საუკეთესო ექიმი. ყურადღებიანი და გულისხმიერი, ბავშვებთან ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭით.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მარი
2023-07-05
ქალბატონი ნინო, ჩემი შვილების ექიმი,ძალიან ყურადღებიანი და თბილი.თავისი საქმის პროფესიონალი. ძალიან კმაყოფილი ვართ უკვე მერამდენე წელია ნინო ექიმთან დავდივართ.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ელენე
2023-07-04
ჩვენი უსაყვარელსი ნინო ექიმი. ყველას გირჩევთ ამ არაჩვეულებრივ პროფესიონალს. ადამიანი სიკეთე და სინათლე. უფალმა დაგლოცოთ
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნუკა
2023-07-04
ძალიან ყურადღებიანი და მოსიყვარულე
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თეა
2023-07-04
ნინო ექიმით ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩემი ბავშვი მასთან დამყავს და კმაყოფილი ვართ მკურნალობით
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მარიამ ასათიანი
2023-07-04
ძალიან ყურადღებიანი, ჭკვიანი, მოწესრიგებული, შედეგზე ორიენტირებული ექიმი ✨ მადლობა
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
შორენა
2023-07-04
საოცარი ექიმი,უთბილესი და ძალიან ყურადღებიანი ნინო ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ელენე ახვლედიანი
2023-07-04
ჩემი შვილის საყვარელი ექიმი, უდიდესი რეკომენდაცია ჩვენგან.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი
შეაფასე ექიმი
ექიმის შეფასება წარმატებით დასრულდა
თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ
2007-2012 წ.წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი;
2010 წ. 1,5 თვიანი სტაჟირება საფრანგეთის კლინიკაში „CHU Toulouse“, პედიატრიული დეპარტამენტი;
2011 წ. 1,5 თვიანი სტაჟირება ბრიუსელის საუნივერსიტეტო კლინიკაში „Saint- Luc“, ბავშვთა ოფთალმოლოგიის დეპარტამენტი;
2014-2018 წ.წ. თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“, რეზიდენტურა;
2015 წ. 2 თვიანი სტაჟირება ბერლინის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკაში „Charité“, ოფთალმოლოგიის დეპარტამენტი;
2019 წ. 2 თვიანი სტაჟირება რომის წამყვან ოფთალმოლოგიურ კლინიკაში „San Giovanni Addolorata“, ბავშვთა ოფთალმოლოგიის დეპარტამენტი;
2019 წლიდან დღემდე - თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკაში „ოფთალმიჯი“, ბავშვთა და მოზარდთა ოფთალმოლოგი;
2019 წლიდან დღემდე - დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის სასწავლო კურსის მოწვეული ლექტორი;
2015 წლიდან დღემდე - ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის „European Society of Ophthalmology (SOE)“ წევრი;
2018 წლიდან წლიდან დღემდე - პედიატრიული ოფთალმოლოგიის და სტრაბიზმოლოგიის მსოფლიო ასოციაციის „World Society of Paediatric Ophthalmology and Strabismus (WSPOS)“ წევრი;
2018 წლიდან დღემდე ბადურას სპეციალისტთა მსოფლიო ორგანიზაციის „EURETINA-European Society of Retina Specialists“ წევრი.