ბატონი მამუკა... საოცარი ექიმი და ადამიანი, არ მეგონა საქართველოში თუ შეიძლებოდა აღმოგვეჩინა ასეთი დონის პროფესიონალი, დაუზარელი, ნოვატორი, თავდადებული ბავშვებისთვის. ჩემი შვილიშვილი რომ ცოცხლობს უფლის ნებაა და ბატონი მამუკას დამსახურება.... დიდი მადლობა, რომ არსებობთ
მადლობა მამუკა ექიმს იმ თანადგომისთვის .იგი არასდროს არ იზოგავს დროს და ენერგიას ჩვენი შვილებისთვის.მისთვის ყოველივე ჩვენი ბავშვის ერთია და საყვარელი.
საუკეთესო ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია.
ბერი ანდრიას დედა, თინათინი
2016-02-07
"ჩემთვის ყველაზე დიდი ნუგეში უფლის წყალობის შემდეგ არის ჩემი ექიმი მამუკა, მისი იმედით ვცხოვრობ, მისდამი რწმენა და სიყვარული ძალიან მეხმარება ჩემს რთულ ცხოვრებაში, მისი სიახლოვეც კი დიდად მანუგეშებს და მამხნევებს" ბერი ანდრია
ერთადერთი პრაქტიკოსი ექიმი ონკოლოგი საქართველოში რომლისთვისაც ექიმობა მოწოდებაა, ეს მისი ცხოვრების წესია და არა სამსახური. თითოეული პაციენტისადმი განსხვავებული, მათზე მორგებული მიდგომა, დღედაღამ მეთვალყურეობა ავადმყოფობის მიმდინარეობაზე, რთულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, გუნდური მუშაობის შეუდარებელი ნიჭი, ნოვაციების უზადოდ გამოყენების ნიჭი..ეს ყველაფერი ერთვის ბავშვების მშობლიურ, უსაზღვრო სიყვარულს...რაც მხოლოდდამხოლოდ ამ ერთ ექიმს, მამუკა ჩუთლაშვილს ახასიათებს...
მამა ნაზარი(ბასილაია)
2016-01-30
ბატონი მამუკა ჩუთლაშვილი ერთერთი ყველაზე ძლიერი ონკოლოგია საქართველოში. გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანური მიდგომით. გამოხატავს უდიდეს სიყვარულს პაციენტების მიმართ. აქვს კრეატიული აზროვნება, მუდმივად მზად არის ავადმყოფის დასახმარებლად(სამუშაო საათების შემდეგაც). ნებისმიერ დროს მასთან კოსულტაცია შესაძებელია. ყველთვის ეცნობა ახალ მეცნიერულ მიღწევებს ონკოლოგიაში. თავისუფალ დროს უთმობს სამედიცინო ლიტერატურას. პ.ს. რაც ყველაზე მთავარია, ბატონი მამუკა ინდივიდუალური გზებით ცდილობს ებრძოლოს დაავადებას, არ შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული გაიდლაინებით. მამუკა ჩუთლაშვილი ქართველი "ექიმი ჰაუსია".
საუკეთესო სპეციალისტი საუკეტესო ადამიანურ თვისებებთან ერთად.
დიდი ადლობა ბატონ მამუკას, ჩემი შვილის გადარჩენისთვის.
მამუკა ჩუთლაშვილი ბავშვთა ონკოლოგიის შესანიშნავი სპეციალისტად მიგვაჩნია.