newhospitals
5
გააზიარე

ჯენარა ქრისტესაშვილი

1
60
17406
5
60
რეკომენდაცია
1შეფასება
17406ნახვა
სამუშაო ადგილი
დაგვიკავშირდით ჩაწერა 24/7

დაუკავშირდით ექიმს

ნინო ლორჩოშვილი
2019-11-26
ძალიან მაგარი ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
შეაფასე ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა

ექიმის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ექიმის პროფილი:

გააზიარე
თანამდებობა
დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და სასწავლო დარგში
 
დამატებითი ინფორმაცია
საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის კონტრაცეპციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი, ევროპის ციტოგენეტიკოსთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი საქართველოდან, საქართველოს და საერთაშორისო 4 პროფესიული აკადემიის წევრი.
 
პრაქტიკული საქმიანობის სფერო
გინეკოლოგიური   და  რეპროდუქციულ–ენდოკრინოლოგიური  დარღვევების  დიაგნოსტიკა  და  მკურნალობა ქალებში, ბავშვებში და მოზარდებში, უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობა, ფიზიოლოგიური და პოსტოპერაციული (საკვერცხეების ორმხრივი ამოკვეთა) კლიმაქტერული პერიოდის და საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის მართვა, ნაყოფისმიერი ორსულობის დანაკარგების (თვითნებითი აბორტები, მკვდრადშობადობა) მიზეზების დადგენა და მკურნალობა, თანდაყოლილი ანომალიების მქონე ნაყოფებით მშობიარობის მქონე წყვილების გამოკვლევა, სამედიცინო-გენეტიკური და ტერატოლოგიური კონსულტირება, მკურნალობა და განმეორებითი ორსულობის დანაკარგების პროფილაქტიკა, პრენატალური გენეტიკური დიაგნოსტიკა , შობადობის რეგულაცია (კონტრაცეპცია).

განათლება
2003  -  თრეინინგ კურსი ”მოზარდობა და მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა ორგანიზანიებული UNFPA-ს მიერ (სერტიფიკატი);
2002 -   ჯანმო-ს (WHO) თრეინინგ კურსი ”ეთიკა რეპროდუქციული ჯანმრთელობაში” (სერტიფიკატი);
1999 -  ჯოჰნს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თრეინინგ კურსი გადაწყვეტილების მიმღებთათვის ”მიღწევები ოჯახის ჯანმრთელობის კომუნიკაციებში” (სერტიფიკატი);
1997 -  WHO და UNFPA-ს საერთაშორისო დიპლომისშემდგომი მომზადების საბაზისო კურსი რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ოჯახის დაგეგმვაში (სერტიფიკატი);
1965-69  -  ასპირანტურა ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში (დიპლომი);
1959-65 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (დიპლომი).
 
პროფესიული გამოცდილება
2012 - დღემდე - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „ემბრიოტოქსი“;
1998 - დღემდე - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კონსულტანტი, პროგრამების კოორდინატორი და ტრენერი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში.
1989 - 2012 - ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და სასწავლო დარგში, რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბების და კლინიკური გენეტიკის განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი;
1973 - 1989 – კ. ჩაჩავას სახ. მეანობა-გინეკოლოგია-პერინატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი;
1965 – 1973 - ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი.

სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა
ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის ასოცირებული პროფესორი;
სადოქტორო დისერტაცია - 1984 წელი, ქ. მოსკოვი;
საკანდიდატო დისერტაცია -  1969 წელი, ქ. მოსკოვი
 
16 საკანდიდატო და 4 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, 215 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის, 2 გაიდლაინის და 2 სახელმძღვანელოს ავტორი; 5 რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის ავტორი; 4 კლინიკური კვლევის ხელმძღვანელი და მონაწილე, რეპროდუქტოლოგიაში რეზიდენტურის პროგრამის ავტორი; 34 საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე და მომხსენებელი.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში 3 პოპულარული წიგნის და 15 ბროშურის ავტორი; მის მიერ პირველად საქართველოში ჩატარებულია და დანერგილია ქრომოსომული ანალიზი - კარიოტიპირება.
აქტიურად მონაწილეობს სტუდენტთა სწავლების და ექიმთა პოსტდიპლომური განათლების სფეროში (კურიკულუმების შედგენა, დაგეგმვა, განხორციელება).
 
სამეცნიერო ინტერესთა სფერო
რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სქესობრივი განვითარების ანომალიები, სქესობრივი მომწიფების დარღვევები, ეპიდემიოლოგიური და კლინიკური კვლევები რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში.
ამ ექიმზე კითხვები ჯერ არ არის დამატებული

დაუსვი კითხვა ექიმს

ინფორმაცია არ არის დამატებული
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.