დაუკავშირდით ექიმს
ეკა ბარნაბიშვილმა უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. დიპლომისშემდგომი სწავლება (რეზიდენტურა) კი თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით განაგრძო. 2007 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიარა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა და მოამზადა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე "გლობალური ეკონომიკა და ჯანმრთელობის დაფინანსების ინიციატივები"
“Help! There are kids in my office” - 2013 წელს ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის სწორედ ამ სახელწოდების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარა და სპეციალიზდა ბავშვთა და ლაზერულ სტომატოლოგიაში.
ეკა აქტიურადაა ჩართული უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებში.