თინათინ ცინარიძე
2019-08-08
2019 წლის აგვისტოს თვეში, უმძიმესი პაციენტით (ასაკი 93 წელი, დიაგნოზი დიაბეტური განგრენა) მივმართეთ ღუდუშაურის კლინიკას, სადაც პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩატარდა არაერთი მანიპულაცია, ოპერაცია და სხვა გადაუდებელი კვლევები. სწორედ, ღუდუშაურის კლინიკის თავდადებული, ახალგაზრდა პროფესიონალი გუნდის დახმარებით, ურთულესი 93 წლის პაციენტს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, რისთვისაც გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ.
მადლობა მინდა გადავუხადო განსაკუთრებით ამპუტაციის ოპერაციის წარმატებით დასრულებისათვის სისხლძარღვთა ქირურგს, დავით კობახიძეს.