ბალნეოლოგიურ სპა კურორტში უკვე ძვლის მინერალური სიმკვრივის გამოკვლევაა შესაძლებელი
2290
ნახვა
სიახლე თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში - PRIMUS დენსიტომეტრიის ყველაზე თანამედროვე აპარატი – ორმაგი ენერგეტიკული რენტგენო აბსორბციომეტრით (DEXA-Hologic).დენსიტომეტრია - ეს არის ყველაზე ზუსტი კვლევა ძვლის მინერალური სიმკვრივის განსასაზღვრად. აპარატი საშუალებას გვაძლევს ინვაზიის გარეშე სწრაფად და მარტივად დავადგინოთ ძვლოვანი მასის განლევის - ოსტეოპოროზის ხარისხი, რათა დროულად დაწყებული ანტიოსტეოპოროზული მკურნალობით ავიცილოთ მოტეხილობის განვითარების რისკი.კვლევის ჩატარება რეკომენდირებულია:
ქალებისთვის - 50წლის ასაკში
მამაკაცებისათვის 60 წლის ასაკიდან
ასევე, ნებისმიერი პაციენტისთვის, ვისაც აქვს ოსტეოპოროზის გამომწვევი სხვა რისკ ფაქტორები: სტეროიდების ხანგრძლივი მიღება (3 თვე და მეტი)
ტოქსიკური ჩიყვი
თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები
ხშირი მოტეხილობა
ტანდეგობის შეცვლა
სიმაღლეში კლება
ოსტეოპოროზით დამძიმებული მემკვიდრეობა
მავნე ჩვევები: თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლისა და კოფეინიანი სასმელების ჭარბი რაოდენობით მიღება და სხვა
თბილისის ძველ უბანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისი–SPA" გთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებას: პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციებს; გამაჯანსაღებელ; სარეაბილიტაციო; სარელაქსაციო პროცედურებს. ექიმებთან ვიზიტზე ჩასაწერად გადადით ბმულზე: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი