მამაკაცს უნდიხარ VS. მამაკაცი გაფასებს: იგრძენი განსხვავება
ამ ორ დამოკიდებულებას შორის უდიდესი სხვაობაა: როცა შენ უნდიხარ მამაკაცს და როცა გაფასებს
ზოგჯერ ჩვენ იმდენად შეპყრობილი ვართ მომენტით, როცა ვგრძნობთ რომ სასურველი ვართ, საკუთარი თავის დაფასება გვავიწყდება. ზოგჯერ უფლებას ვაძლევთ სხვებს არასწორად მოგვექცნენ - ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს დროდადრო ყურადღების ცენტრში ყოფნა გვსიამოვნებს. თუმცა, ეს არის კმაყოფილების მომენტალური შეგრძნება და მეტი არაფერი.
ქალებს მოსწონთ, როცა მამაკაცი მასთან ფლირტს აბამს. მაშინაც კი, როცა მამაკაცის მხრიდან ყურადღება სუსტია, ქალებს თვითშეფასების კოეფიციენტი ეზრდებათ.
მაგრამ იცით თუ არა რეალურად რა განსხვავებაა იმ დამოკიდებულებებს შორის, როცა მამაკაცს უნდიხართ და როცა გაფასებთ?
ამ სტატიაში შევეცდებით განვმარტოთ ზემოთ ხსენებული დამოკიდებულებები და მკაფიო გავხადოთ სხვაობა მათ შორის.
დაფასება უფრო რთულია, ამას უფრო მეტი დრო სჭირდება. ამისათვის საჭიროა ადამიანის ფასეულობები და ისიც იცოდე, თუ რატომ აქვს ეს კონკრეტული ფასეულობები მას. დაფასებისთვის საჭიროა უფრო ღრმა საუბარი, საჭიროა გარკვეულწილად და გარკვეული დროის მანძილზე ზრუნავდე ადამიანზე, საჭიროა განიცდიდე მას.
იყო სასურველი და დაფასებული — ორი სხვადასხვა რამეა, თუმცა, მეორე ყოველთვის უნდა იყოს პრიორიტეტული.
თქვენ შეიძლება მოგწონდეთ იმით მიღებული წამიერი კმაყოფილება, რომ სასურველი ქალი ხართ, მაგრამ ეს არაფრად არ ღირს, თუ მამაკაცი არ გაფასებთ.
ნუ იქნებით მამაკაცთან მხოლოდ იმის გამო, რომ მას ტკბილი სიტყვების თქმა შეუძლია, რომლებიც ასე ძალიან მოგწონთ და რომლებიც სხვების თვალში თქვენთვის ნასროლი ტალახია და მეტი არაფერი.
ყველა ქალს უნდა, რომ მამაკაცებს მოწონდეთ — ეს ქალის ბუნებაა, თუმცა ასეთ დროს თავის დაკარგვა ადვილია. ქალი გვერდით წევს საკუთარ პრინციპებს ერთი ან ორი ღამის გამო და საკუთარ სხეულს თავისუფლებას ანიჭებს. ასეთ დროს ქალი მარტივად აბამს რომანს შემთხვევით გაცნობილ მამაკაცთან, მარტივად იღებს გადაწყვეტლებას, როცა ალკოჰოლით გაბრუებულია, მაგრამ განცდილი აღფრთოვანების შემდეგ, როცა გათენდება, საკუთარ თავს ეკითხება: «ეს რა ჯანდაბაა?!» — ქალი სამწუხაროდ მოგვიანებით აცნობიერებს რამდენად დაუფასებელია მამაკაცისგან. ის ბოლოს ხვდება, რომ მამაკაცს მასთან მხოლოდ ფიზიკური სიახლოვის სურვილი ჰქონდა და ამის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა.
ნუ ჩაუვარდებით მკლავებში ისეთ მამაკაცს, რომელიც არ გაფასებთ და უფრო მეტად იმაზე ფიქრობს, როგორ გაატაროს ღამე თქვენს საწოლში და არა იმაზე, რას გრძნობთ როცა არ გირეკავთ და არ გკითხულობთ.
არასოდეს აიტანოთ ეს!
ნუ მისცემთ ასეთ მამაკაცს იმის საშუალებას, რომ თქვენგან საუკეთსო მიიღოს და დაგტოვოთ გამოყენებული და მიგდებული ადამიანის გრძნობით. დაიმახსოვრეთ - როცა მამაკაცი ქალს არ აფასებს, ეს ყოველთვის ასე ხდება. თქვენ გაგიჩნდებათ უამრავი შეკითხვა რა მოხდა? რა გააკეთეთ არასწორად, რომ მან თქვენთან დარჩენა არ ისურვა? - თუმცა, პასუხს ვერ იპოვით, რადგან მამაკაცისთვის ყოველთვის ადვილია ქალის მიტოვება, როცა მისდამი პატივისცემისა და დაფასების გრძნობა არ აქვს, ასეა სამწუხაროდ. ამიტომ, დაიმახსოვრეთ: პირველ რიგში თქვენ უნდა დააფასოთ საკუთარი თავი, რომ სხვებმაც დაგაფასონ!
შესაძლოა მოსწონდეთ მამაკაცს, მაგრამ მისი სიტყვები არაფერს არ უნდა ნიშნავდეს თქვენთვის, სანამ მისგან დაფასებას და პატივისცემას არ იგრძნობთ, როცა თქვენს ცხოვრებაში ისეთ ადამიანს უშვებთ, ვინც არ გაფასებთ და პატივს არ გცემთ, ამით პირველ რიგში უპატივცემულობას ამჟღავნებთ საკუთარი თავის მიმართ. თქვენ არასოდეს არ უნდა მისცეთ უფლება მამაკაცს, რომ გამოგიყენოთ, რადგან თუ ამას ერთხელ დაუშვებთ, მისი მხრიდან თქვენი გამოყენების მცდელობა ყოველთვის განმეორდება.
ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული და დაფასება. ამის შემდეგ დაინახავთ რამდენად ღირებული ადამიანი ხართ, კიდევ უფრო მეტი პატივისცემა გაგიჩნდებათ საკუთარი თავის მიმართ და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვთ.
თუ მამაკაცი არ გაფასებთ, მოიშორეთ ის თავიდან, რადგან მისი ყურადღება და ცარიელი სიტყვები არანაირად არ ღირს იმ ტანჯვად, რაც მისი მხრიდან გამოვლენილ უპატივცემულობას ახლავს თან.
დატოვეთ კომენტარი