ვაქცინის 100 დოზა, ცნობილი ადამიანების ასაცრელად

ვაქცინის 100 დოზა, ცნობილი ადამიანების ასაცრელად

1560 ნახვა
შესაძლოა, 100 დოზა ვაქცინა გამოიყოს ცნობილი ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი კამპანიის წასახალისებლად და მოსახლეობაში ნდობის ასამაღლებლად არის გათვალისინებული.


„კარგად სჭირდება ამას დაგეგმვა თუ ვინ უნდა აიცრას ამ 100 დოზით. შესაძლოა, ეს იყოს ცნობილი ჟურნალისტი, ნებისმიერი ასაკის ჯგუფის. შეიკრიბეთ და გვირჩიეთ, ვინ გამოიწვევს საზოგადოებაში მეტ ნდობას“, - განაცხადა მედიასთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ

მისივე განმარტებით, თუკი უკვე არსებულ ჯგუფებში აქტივობა მაღალი არ იქნება, შემდეგი ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები იქნებიან.

"არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზეც მთელი მსოფლიო იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს. ამდენად, როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, პირველივე ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ ჯგუფი იქნება. მსოფლიო მონაცემები მიუთითებს, რომ ვაქცინაცია მოსახლეობის 30%-ს სურს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი, რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს“ - განმარტა გაბუნიამ.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.