უფასო კონსულტაციები ხაშურის ჰოსპიტალში

უფასო კონსულტაციები ხაშურის ჰოსპიტალში

2530 ნახვა
1 აგვისტოდან 16 აგვისტომდე ხაშურის ჰოსპიტალში ძუძუს, საშვილოსნოს, ფარისებრისა და კანის პათოლოგიების მქონე პაციენტებისტვის უფასო კონსულტაციები გაიმართება.          

კონსულტაციები შემდეგ სერვისებს მოიცავს:

  • ძუძუს პათოლოგიების სკრინინგი
    • მამოლოგის გასინჯვა (ყველა ასაკი)
    • მამოგრაფიული კვლევა (40-70 წლის ასაკის ქალებში)
    • საჭიროების შემთხვევაში, ძუძუს ექოსკოპია
16 აგვისტო
სამუშაო საათები: 11:00-17:00
შესვენება: 14:00-14:30

სპეციალისტი მამოლოგი, ონკო-მამოლოგი - გიგა ქადაგიშვილი                     

  • საშვილოსნოს პათოლოგიების სკრინინგი
    • გინეკოლოგის კონსულტაცია
    • პაპ კვლევა (25-60 წლის ჩათვლით პირები)
    • საჭიროების შემთხვევაში, საშვილოსნოს ექოსკოპია
    • საჭიროების შემთხვევაში, ონკო-გინეკოლოგის კონსულტაცია
1-16 აგვისტო
სამუშაო საათები: 11:00-17:00
შესვენება: 14:00-14:30

სპეციალისტი ონკო-გინეკოლოგი - ზაზა ციციშვილი                    

  • ფარისებრის პათოლოგიების დიაგნოსტიკა
    • ენდოკრინოლოგის კონსულტაცია 
    • საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიური კვლევა
    • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევით დიაგნოსტირებული წარმონაქმნის მქონე პირებისათვისონკოქირურგის კონსულტაცია (16 აგვისტო)
1-16 აგვისტო
15 წელს ზემოთ პირები
სამუშაო საათები: 11:00-17:00
შესვენება: 14:00-14:30
სპეციალისტი ონკოქირურგი - გიორგი ქრისტესაშვილი           

  • კანის პათოლოგიური წარმონაქმნების დიაგნოსტიკა კანის პათოლოგიური წარმონაქმნების დიაგნოსტიკა პირებისათვის, ვისაც აღენიშნება ნებისმიერი ახალი ან განმეორებითი წარმონაქმნი, რომელიც თავის მხრივ, მატულობს ზომეში ან/და იცვლის შეფერილობას ან/და მის ზედაპირზე  ფიქსირდება პათოლოგიური გამონადენი:
    • ონკოქირურგის კონსულტაცია
    • კანის დათვალიერება
16 აგვისტო
15 წელს ზემოთ პირები
სამუშაო საათები:11:00-17:00
შესვენება: 14:00-15:00
სპეციალისტი ონკოქირურგი - გიორგი ქრისტესაშვილი

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს განახლებული ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალი გაიხსნა. კლინიკა რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს. ჰოსპიტალში სრულფასოვნად ფუნქციონირებს შინაგანი მედიცინის, პედიატრიის, ნევროლოგიის, მეან-გინეკოლოგიის, ზოგადი ქირურგიის, ანგიოლოგიის, პროქტოლოგიისა და უროლოგიის მიმართულებები. გაფართოვდა ტრავმატოლოგიური სერვისიც. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება კი 24 საათიანია.

გაიგეთ სამედიცინო სერვისების ფასები საქართველოში: სამედიცინო სერვისების ფასები

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.